x
მეტი
  • 15.02.2025
  • სტატია:140254
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513178
მთავარი რაკურსია – ფოტოები რედაქტირების გარეშე 3

ყველა ფოტოგრაფის ოცნებაა ისეთი სურათი გადაიღოს, რომელიც მნახველისთვის საინტერესო იქნება. ფოტოს ხარისხზე კი ბევრი ფაქტორი მოქმედებს: შინაარსი, საინფორმაციო ასპექტები და მიმართულებები, იდეა, კომპოზიცია… კიდევ ბევრი რამის აღნიშვნა შეიძლება, მაგრამ ამჯერად, ყურადღებას მხოლოდ რაკურსზე შევაჩერებთ.

პირველ რიგში, განვსაზღვროთ, თუ რა არის რაკურსი?

რაკურსი – არის ფოტოგრაფის თვალსაზრისი, გადასაღები ობიექტის, სივრცეში მდებარეობასთან დაკავშირებით. რაკურსი ასევე არის, გადაღებული ობიექტის თითოეული წერტილის პროექცია – უფრო მარტივად, ეს არის ციფრული აპარატის მატრიცაზე (ფირზე) დაფიქსირებული გამოსახულება, რომელსაც ჩვენ მონიტორიანი ტექნიკური საშუალებით ვიღებთ. თუმცა, თანამედროვე ფოტოგრაფიაში, რაკურსი, ჩვეულებრივ, გადასაღები ობიექტისადმი, ფოტოს გადაღების წერტილი და მიმართულება იგულისხმება.

დღეს ბევრი ფოტოგრაფი, ფოტოშოპის მეშვეობით ცდილობს თავისი ნამუშევრების სხვადასხვა ეფექტებით გაძლიერებას. თუ ამ ხერხით ფოტო უფრო ლამაზი გახდება, რატომაც არა (აქ საუბარია ფოტოეფექტებზე და არა ფოტომონტაჟზე)... მაგრამ, თუ ეს მართლაც კარგი და ორიგინალური ფოტოა, არაფრის დამატება საჭირო არ არის. მთავარი ფოტოგრაფიაში, ხომ იდეა და სწორი რაკურსია?!

დიახ რაკურსი, რომლის შეცვლა და რედაქტირება გადაღებულ ფოტოზე უკვე შეუძლებელია და თუ სიუჟეტი კარგად არის დადგმული, ფოტო, Photoshop-ის გარეშეც, შეიძლება შეუდარებელ იყოს. როგორც ფოტოხელოვანები ამბობენ, – ნამდვილად ნიჭიერ ხელოვანს, არაფერი უნდა აკავშირებდეს ფოტო რედაქტორთან.

ქვემოთ მოცემული ფოტოები, სწორედ შერჩეულ მომენტში და კარგად შერჩეული რაკურსით არის გადაღებული. ზოგიერთი კი, წინასწარ არის დადგმული და გარკვეული ხრიკებიც არის გამოყენებული. მაგრამ, ეს ყველაფერი, ფოტოს გადაღებამდეა გაკეთებული.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* ქალს საოჯახო რელიკვიის გაყიდვა უნდოდა... და აღმოჩნდა, რომ ის არამიწიერი წარმოშობის იყო

* შვრიის სასარგებლო თვისებები და გამოყენების წესები (ორგანიზმის გაწმენდა მარტივად)

* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები, კონტექსტის გარეშე – 7 (25 ფოტო)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0