x
მეტი
  • 17.03.2025
  • სტატია:140996
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513756
რატომ იზომავენ ტემპერატურას აშშ-ში პირის ღრუში, იაპონიაში ყურში და ჩვენთან იღლიაში?
image

ერთი შეხედვით, რა მნიშვნელობა აქვს? - მთავარია გაარკვიო, ავად ხარ თუ არა. მაგრამ მთლად მასე არ არის! ტემპერატურის გაზომვის მეთოდები ეროვნული ხასიათის სარკეა : სადღაც სიზუსტე და სიჩქარეა, სადღაც ჩვევები და ტრადიციები. მოდით გავარკვიოთ, რატომ ურჩევნიათ ჩვენში იღლიაში გაზომვა, ამერიკაში პირის ღრუში, ხოლო იაპონელებს - ყურებში.



დავიწყოთ ჩვენით.

image


პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ტემპერატურის გაზომვის აქსილარული (იღლიაში) მეთოდი კლასიკური გახდა. მთავარი მიზეზი არის სიმარტივე და უსაფრთხოება.


თან ეს ერთგვარი რიტუალია. ამოიღეთ თერმომეტრი, დაბერტყეთ (35 გრადუსამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ითვლება), ამოიდეთ იღლიის ქვეშ და დაელოდით დაახლოებით ათი წუთი. ამ დროს არავინ შეგაწუხებთ - ბოლოს და ბოლოს, რაღაც მნიშვნელოვანით ხართ დაკავებული :)


იღლიის ქვეშ არსებული მეთოდი იდეალურია მასობრივი გამოყენებისთვის: ძნელად გატყდება, შეცდომის დაშვების ნაკლები შანსია. განსაკუთრებით ბავშვებთან – შეეცადეთ აუხსნათ ბავშვს, რომ თერმომეტრი პირით უნდა დაიჭიროს და რომ არ უნდა დაღეჭოს ან კბილები მოუჭიროს. (ამ დროს ვერცხლისწყლიანი თერმომეტრის გატეხვა ძალზე სახიფათოა!!)ასე, რომ ეს არის უნივერსალური ვარიანტი, როგორც ჩვილებისთვის, ასევე ბებიებისთვის.


მინუსი? რა თქმა უნდა არსებობს. იღლიით ტემპერატურის გაზომვას დიდი დრო სჭირდება და ყოველთვის არ არის ზუსტი, რადგან იღლიის ტემპერატურა დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე: ტენიანობაზე, რამდენად მჭიდროდ ზის თერმომეტრი და კანის მდგომარეობაც კი.




ამერიკული სტანდარტი-პირი

image

შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში უფრო ხშირად გამოიყენება ორალური მეთოდი. რატომ? თერმომეტრი ჩავიდე, დაახლოებით ოცდაათი წამი დაველოდე და მზად არის! ელექტრონული თერმომეტრები კიდევ უფრო სწრაფია: დააჭირეთ ღილაკს და ხუთ წამში გექნებათ შედეგი.


ორალური მეთოდი უფრო ზუსტია, რადგან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. ამჟამად აშშ-ში უმეტესად იყენებენ ელექტრონულ თერმომეტრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს თერმომეტრის პირით ჩაღეჭვის და ვერცხლისწყლით მოწამვლის რისკი.


მინუსი? ჰიგიენა უპირველს ყოვლისა. ვერცხლისწყლის თერმომეტრს ყოველი გაზომვის შემდეგ დეზინფექცია უნდა ჩატარდეს, მაგრამ ელექტრონული თერმომეტრისთვის საკმარისია ერთჯერადი საფენის დადება. ეს ამცირებს ინფექციის რისკს და ორალურ მეთოდს უფრო უსაფრთხოს ხდის.


იაპონური ტექნოლოგია-ყური

image

ახლა გადავხედოთ იაპონიას. იქ ჩვეულებრივ ყურში იზომება ტემპერატურა. სპეციალური ინფრაწითელი თერმომეტრები ყურის ბარაბნიდან წამებში ახდენენ სკანირებას. ეს ფანტასტიკურია!


ყურის თერმომეტრები განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებში. შეეცადეთ დაარწმუნოთ თქვენი შვილი, რომ არ იმოძრაოს, როცა იღლიაში თერმომეტრი უდევს. ყურში კი - ერთი, ორი და მზადაა. გარდა ამისა, ინფრაწითელი მოდელების დეზინფექცია ადვილია, რაც სრულად შეესაბამება იაპონელების სიყვარულს სისუფთავისა და წესრიგის მიმართ.


მინუსი?პირველ რიგში, ესაა საკმაოდ მაღალი ფასი. ასევე ძალიან რთული ხდება ყურის თერმომეტრის გამოყენება ოტიტის ან ყურის სხვა დაავადებების დროს, ( მით უმეტეს ის ბავშვებში ხშირია). იწვევს ტკივილს და თუ ბავშვი ტრიალებს, ტირის და ყვირის, თერმომეტრი არ აჩვენებს ზუსტ ტემპერატურას.



არის კიდევ ერთი მეთოდი -შუბლი-ეფექტური და სწრაფი, რომელსაც 2-3 წამი სჭირდება და რომელიც პანდემიის დროს აქტიურად გამოიყენებოდა.

image

მინუსი? შუბლზე საზომი ელექტროთერმომეტრები ეფექტურია მხოლოდ ოთახის ტემპერატურაზე, თუ გარემოში დაბალი ან მაღალი ტემპერატურაა თერმომეტრი არასწორად აჩვენებს.

0
98
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
Loading...