საზოგადოებრივი როგორ გაარკვევ, სად არის შენი "მე" და სად არიან შენი ნიღბები. იუნგისეული არქეტიპი პერსონა" 14 თებერვალი, 1:17
მოდით, გავაანალიზოთ, რა არის პერსონა. ლათინურიდან თარგმანით სიტყვა „პერსონა“ ქართულად ნიშნავს ნიღაბს. ეს არის ნიღაბი, რომელსაც ატარებდნენ ძველი ბერძნები, როდესაც სხვადასხვა როლს ასრულებდნენ. სწორედ ეს მეტაფორა გამოიყენა თავის დროზე იუნგმა, რითაც საუკეთესოდ განსაზღვრა ამ არქეტიპის ფუნქციური დანიშნულება და არსი. ვალერი ზელენსკი „ ანალიტიკური ფსიქოლოგიის ლექსიკონში“ ასე განსაზღვრავს პერსონას- ეს არის ადამიანის სოციალური როლი, რომელიც აღმოცენდება საკუთარი მოლოდინებითა და ადრეულ ასაკში სწავლებების საფუძველზე. ![]() რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ განსაზღვრებიდან? პირველ რიგში, ის, რომ ეს არის სოციალური კონტექსტი ანუ პერსონა აღმოცენდება არა თავისთავად, არამედ ადამიანის საზოგადოებაში არსებობის შედეგად. ხოლო მეორე ასპექტი, რაზეც ზელენსკი მიუთითებს, არის ადრეული ასაკი. ანუ ჩვენ ინტროირებას ვახდენთ (ინტროექცია, ლათინ. ინტროდან — „შიგნით“ და ლათ. iacio — „ვყრი, ვდებ“, არის არაცნობიერი ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმებთან. ინდივიდის მიერ სხვა ადამიანებისგან აღქმული შეხედულებების, მოტივების, დამოკიდებულებების და ა.შ. მის შინაგან სამყაროში ჩართვა (ინტროექტები). ტერმინი შემოგვთავაზა 1909 წელს უნგრელმა ფსიქოანალიტიკოსმა სანდორ ფერენციმ), ანუ ჩვენში ვკრებთ გარკვეული ქცევის პატერნებს, გაუცნობიერებელ მოტივებს, მომენტებს და შემდეგ მათ ვიყენებთ იუნგმა მოგვცა მცირეოდენ განსხვავებული განსაზღვრება, მაგრამ არსი არის იგივეა. „ფსიქოლოგიურ ტიპებში იგი წერს: „ცრუ თვითობა არის შეძენილი პიროვნულობა, შექმნილი ცრუ მოსაზრებებით. ამ ცრუ თვითობას თავისუფლად შეგვიძლია დავარქვათ პერსონა. პერსონა არის ერთიანი წარმოდგენა ჩვენი არსების შესახებ, რომელიც ჩვენ განვავითარეთ გარემომცველ სამყაროზე ჩვენი გავლენისა და ჩვენზე მისი გავლენის გამოცდილებიდან. პერსონა აღნიშნავს, რას წარმოადგენს ადამიანი საკუთარი თავისთვის და მის გარშემო არსებული გარემოსთვის, მაგრამ არა ის, ვინც არის, შოპენჰაუერის სიტყვებით რომ გამოვხატოთ“. მოდით, გავიაზროთ ცალკეული აქცენტები, რომელსაც აკეთებს იუნგი. ის უკვე მიანიშნებს პერსონის სხვა საინტერესო ასპექტზე, რომ პერსონა არის ჩვენი საკუთარი წარმოდგენა საკუთარსავე თავზე, ამასთან ჭეშმარიტი წარმოდგენა, მაგრამ იმავდროულად მცდარიც. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჩვენი ურთიერთქმედებით ჩვენ ვივითარებთ საკუთარ თავზე გარკვეულ წარმოდგენას და ეს წარმოდგენა განსხვავდება იმისგან, თუ ვინ ვართ ჩვენ. სწორედ ამ ჩვენს წარმოდგენილ სახეს უწოდებს იუნგი პერსონას. ამასთან, მართებულია შებრუნებული მსჯელობაც, ის, როგორ ფიქრობენ ჩვენზე სხვა ადამიანები და როგორ გვხედავენ სხვა ადამიანები, ესეც პერსონის ნაწილია. მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ხაზს უსვამ იუნგი არის ის, რომ პერსონა არ ვართ ჩვენ თვითონ, პერსონა არ არის „ მე“, არამედ ეს არის ნიღაბი. კიდევ ერთ გვიანდელ ნაშრომში „სული და მითი. 6 არქეტიპი“ იუნგი იძლევა ამ ტერმინის სხვა განსაზღვრებას. ზოგადად, იუნგთან ხშირად შეხვდებით ასეთ განსხვავებებს. მასთან იშვიათად ნახავთ მკაცრს აკადემიურ განსაზღვრებას, რომელსაც უცვლელად გამოიყენებს მთელი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობისა და შესაბამისი შრომებზე მუშაობის მანძილზე და ამასაც აქვს თავისი ახსნა: იუნგი ფენომენების ახსნას ყოველ ახალ ჯერზე ახლებურად უდგება და ზოგჯერ ახალ კონტექსტს აწყდება მისტვის უკვე ცნობილ ისტორიაში და მისთვის უკვე ცნობილი ტერმინისთვის. იუნგი ცდილობს მოგვცეს კიდევ უფრო გამდიდრებული განსაზღვრება, რომელიც კიდევ უფრო ფართოა, რადგან სურს გადმოგვცეს ახალ-ახალი აღმოჩენები ამა თუ იმ კონკრეტულ ფენომენთან დაკავშირებით. ამიტომ ნაშრომში „სული და მითი, 6 არქეტიპი“ პერსონის შესახებ წერს: პერსონა ეს არის არქეტიპი, რომელიც წარმოადგენს სამყაროსთან ადაპტაციის პირად სისტემას ან მანერები, რომელთაც პიროვნება ივითარებს სამყაროსთან ურთიერთქმედებისთვის. შეამჩნევდით, რომ აქ ახალი აქცენტი გამოკვეთა- სამყაროსთან ადაპტაცია, ანუ არის ადამიანი? არის სამყარო. ადამიანი ურთიერთქმედებს სამყაროსთან, და უფრო მეტიც, რაღაც დოზით, ადამიანი ყალიბდება ადამიანად სამყაროსთან ურთიოერთქმედების შდეგად. თუმცა ჩვენ თავდაპირველად არ ვართ განკუთვნილი სამყაროსთვის ან ვიყოთ მიდრეკილნი, თუმცა ეს სხვა თემაა, მაგრამ არსი ისაა, რომ ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, იმისგან დამოუკიდებლად, რომელ ისტორიას მივიღებთ ჭეშმარიტებად, მაინც არ ვართ იდეალურად ადაპტირებული სამყაროსთან და მასთან ადაპტაცის პრობლემებიც ამიტომ წარმოიქმნება. საჭიროა ეს პრობლემები გადაწყდეს. მაგალითად, ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს პასუხისმგებლობის უნარის მქონე და ჩვენ ვიქცევით ამ დოგმად ქცეული მტკიცების შესაბამისად, ან ვცდილობთ ასწე მოვიქცეთ, მაგრამ სამყარო არ მოიქცევა ისე, როგორი მოლოდინიც გვაქვს ჩვენ. სხვა ადამიანები მოიქცევიან უპასუხისმგებლოდ და ჩვენ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ- მაგალითად ადავპტირდეთ არა მხოლოდ საკუთარ მოლოდინებთან. ჩვენ საკუთარ მოლოდინებს ყოველთვის ვერ გავავრცელებთ მსოფლიოში არსებულ ადამიანთა ერთ მთლიანობაზე, არამედ იმ რეალობაზე, რომელსაც ვეჯახებით. აი, სწორედ პერსონას ამ ფუნქციაზე მიუთითებს იუნგი, რისი გამოყოფაც შეგვიძლია მისი განსაზღვრებებიდან, მაგრამ ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელსაც ეს არქეტიპი ასრულებს, არის: შუამავლის ფუნქცია ინდივიდუალობასა და საზოგადოებრივს შორის, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ პიროვნებასა და საზოგადოებას შორის კონფრონტაცია ყოველთვის არ იქნება სასიამოვნო. ამის გასააზრებლად განვიხილოთ თუნდაც პოზიტიური მაგალითი: ექიმი ონკოლოგი, რომელიც ყოველ დღე უყურებს ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა მალე გარდაიცვალნონ, და თუ ბავშვთა ონკოლოგზე ვისაუბრებთ, ეს კიდევ უფრო საშინელი განსაცდელი იქნება ყოველდღიურ რეჟიმში. ყველა სახის სიმსივნე ხომ არ იკურნება? ჰოდა, წარმოიდგინეთ, რა უწევს ონკოლოგს - ყოველდღიურად უყუროს სიკვდილს, სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას იმ ადამიანებისას, მით უფრო, იმ ბავშვებისას, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ. როგორ უნდა ადაპტირდეს ასეთ სიტუაციასთან ადამიანი და გადარჩეს, რომ არ გაგიჟდეს ორი თვის, ან 5 წლის შემდეგ? ![]() ამ კითხვაზე პასუხის არსი სწორედ პერსონის ძირითად ფუნქციაშია და ეს არის შუამავლის ანუ პიროვნებასა და საზოგადოებას შორის შუამდგომლის ფუნქცია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ექიმი მიდის სამსახურში. ექიმი ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ყველა, მასაც იგივე მოთხოვნილებები, გრძნობები და ემოციები აქვს, რაც ნებისმიერ ადამიანს, სტკივა, განიცდის, წყინს, ისიც ტირის, მასაც აქვს იგივე ყოფიოთი თუ პირადი პრობლემები, რაც ყველას. შედის კაბინეტში, იცმევს ხალათს და მორჩა - სამოთხის ადამიანისგან ექიმად გადაიქცა. ანუ შეუდგა მუშაობას. მისი პერსონა მისი სოციალური როლია. და გამოდის, რომ მოცემულ სიტუაცაში ეს ხალათი და ქუდი მეტაფორულად დამცავი სკაფანდრის, დამცავი კოსტუმის როლშია, ჯავშანი, რომელიც პიროვნებას იცავს არა უბრალო ემოციებისგან, არა უბრალო გარეგანი ზემოქმედებისგან, არამედ ბავშვების ტანჯვისა და ტკივილის საშინელი განცდებისგან. ანუ პერსონა შეიძლება განვიხილოთ როგორც დამცავი მექანიზმი, დამცავი ფუნქცია გარე სამყაროს ზეგავლენისგან, ამასთან აშკარაა, რომ მისი როლი შეიძლება უფრო ფართო იყოს. რა თქმა უნდა, ყველა არ არის ექიმი, მაგალითად, მასწავლებელი ყოველდრიურად არ შეეჯახება სიკდვილს, მაგრამ საკლასო ოთახში შესვლისას ის ვირტუალურად იცვამს ასეთ „ხალათს“, რომ გადაერთოს ტავისი პროფესიული როლის შესასრულებლად და ამას აკეთებს იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე არ გადააწყოს მისი მსოფლმხედველობა. მასწავლებელს აქვს სწავლების, ახსნის ფუნქცია და ასევე ბავშვის აღზრდაში მშობლისთვის დახმარების ფუნქცია. ადამიანი ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერ იქნება აბსოლუტურად სხვა, რომ ეს გადასვლა გააკეთოს ნაკლებად მტკივნეულად მისთვის, ან კიდევ გადაეწყოს სხვა რელსებზე ავტომატიზებულად და ღილაკებით გადაერთოს. ამიტომა არსებობს მასში პერსონის არქეტიპი. თუმცა სხვა ისტორიაც შეიძლება არსებობდეს. თუ პერსონა დამცავი ნიღაბია, კოსტუმია, ის მიცავს იმისგან, რაც მოდის გარედან, მაგრამ ამავდროულად, რასაც თვითონ გავცემ. გახსოვთ ალბათ გავრცელებული მოსაზრება ოკულტიზმიდან, როცა მაგი ხატავს დამცავ წრეს, , ის ამით თავდაცვას იკეთებს გარე ზემოქმედებებისგან, როცა დემონს იძახებს, ის ამ წრეს იქმნის, რომ დემონმა არ შეაღწიოს წრის შიგნით. ეს კარგადაა გაანალიზებული ლიტერატურასა და ფილმებში . მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარეც, რომელის შესახებაც წერენ თანამედროვე და არა მხოლოდ თანამედროვე ოკულტისტები. წრის შექმნით მაგი იცავს გარე სამყაროს იმ ენერგიებისგან, რომლებიც მოწოდებულ- გამოძახებული იქნება წრის შიგნიდან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის იცავს თავს. იგივე როლი შეიძლება მივაწეროთ პერსონას. ანუ პერსონა გვიცავს ჩვენ, გვიფარავს ჩვენ. ანუ ყველა ის ნაკლოვანება, რომელიც რაღაც მიზეზების გამო არ გვინდა დავანახოთ საზოგადოებას, რადგან გვეშინია არ განგვსაჯონ ან ღირსეულ ადამიანებად არ გვაღიარონ, დამალულია პერსონის მიღმა. თუ ჩვენში ცხოვრობენ შიშები, პერსონა ზუსტად ის ინსტრუმენტია, რომელიც საზოგადოებსგან გვამალინებს ამ შიშებს. ანუ ესაა მემბრანა, რომელიც მუშაობს ორივე მხრიდან- სამყაროდან ჩვენკენ და ჩვენგან სამყაროსკენ და ორივე მხარე იცავს ერთმანეთისგან შიდა და გარე ნაწილებს. მაგალითისთვის გამოდგება პროფესორი სნეიპი ჰარი პოტერიდან, ის შესანიშნავად აცნობიერებდა, რომ უყვარდა ჰარის დედა და ლილი ევანსი, მაგრამ საკუთარ გრძნობებს და ემოციებს მასთან მიმართებით და მის შვილთან მიმართებით ფარავდა მიუწვდენელი და ბოროტი პროფესორის ნიღბით და ამ ნიღაბს ატარებდა გაცნობიერებულად, რადგან საკუთარ გრძნობებს აღიარებდა, მაგრამ კონფრონტაციას გაურბოდა სწორედ ამ გრძნობების ქარიშხალთან - დანაკარგის გრძნობებთან და იკეთებდა ნიღაბს - იცვამდა თავის პერსონას, როგორც ჩვენც შეიძლება მოვიქცეთ, როცა ცხოვრებაზე ვბრაზდებით და არ გვინდა რაიმეს დავეჯახოთ თავით. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია გავიკეთოთ რაიმე ნიღაბი- თუნდაც უშიშარი გმირის ან ცინიკური ადამიანის, რომელსაც ამ განცდებთან და ტკივილებთან არანაირი საქმე არ აქვს. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ გვეშინია, არ გამოვჩნდეთ სუსტები. სტატიაში რამდენჯერმე გავიმეორეთ ნიღბის ჩამოცმა, პერსონის ჩამოცმა, რამაც შეიძლება მკითხველს აფიქრებინოს, რომ ადამიანს შეიძლება ბევრი პერსონა ჰქონდეს და ეს ასეცაა. ჩვენ უამრავი რაოდენობის სოციალურ როლს ვასრულებთ. შვილის როლი, მშობლის როლი, მეუღლის როლი, ნათესავის, მეზობლის, მეგობრის, კოლეგის, ხელმძღვანელის, დაქვემდებარებულის, სულიერი მოძღვრის. ყველა როლი ასე თუ ისე, წინასწარ განსაზღვრავენ პერსონას უბრალოდ იმიტომ, რომ მეგობრებთან ვიქცევით ერთი სახის პიროვნებად და ვავლენთ ერთი სახის თვისებებს, კოლეგებთან - სხვაგვარს, მეზობელთან - სხვაგვარს, უცნობებთან- სხვაგვარს. თითოეული როლი ფაქტობრივად დამოუკიდებელი პერსონის არსებობაზე, რომელიც დამახასიათებელია თითოეული კონკრეტული როლისთვის. რა თქმა უნდა, ზოგიერთი როლი და, შესაბამისად, პერსონაც იყოს რამდენადმე მსგავსი. საბოლოო ჯამში ადამიანი შიძლება დაიღალოს ამ როლების თამაშით და პერსონების რაოდენობის მინიმიზება მოახდინოს, მაგრამ ერთი ან ორი როლით იშვიათად შემოისაზღვრება ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში ცხოვრობს და არა გამოქვაბულში განდეგილად. სავარჯიშო, რომელიც სოციალური ფსიქოლოგიიდან გვაქვს და სცადოს ამხალევე გააკეთოს. აიღეთ კალამი და ფურცელი და ჩამოწერეთ 5 ძირითადი როლი, რომელსაც ყველაზე ხშირად გაქვთ საზოგადოებაში ცხოვრებისას. მაგალითად, კოლეგის, მეგობრის, მეუღლის, შვილის, მეზობლის, ხელმძღვანელის, ნებისმიერი როლი.... ჩამოწერეთ პრიორიტეტების მიხედვით. და აირეთ ყველაზე ბოლო ანუ მეხუთე როლი და წარმოიდგინეთ თავი მის გარეშე, წარმოიდგინეთ? ამის შემდეგ მეოთხე როლის გარეშე წარმოიდგინეთ თავი, შემდეგ მესამე და ა.შ. აი, როგორც კომბოსტოს, ისე შემოაცალეთ თანდათან ეს როლები. რაც დაგრჩებათ, და აუცილებლად დაგრძჩებათ რაღაც, აი, სწორედ ეგ არის ჩვენი პიროვნების გული. როლების გარეშე, ეს ხართ თქვენ, თქვენი „მე“ . მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ პერსონა ეს არის რაღაც კონსტრუქტი, როემლსაც ვიყებევთ რამდენიმე ფუნქციის შესასრულებლად. ვიდრე მას ვიყებნებთ იმ მიზნებისთვის, რომელტა მიღწევაც გვჭირდება, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როგორც კი ცვენ პერსონის გაცნობიერებას ვკარგავთ, შესაძლოა, დაგვეწყოს პრობლემები. ახლა გავაანალიზოთ, რა პრობლემები შიძლება წარმოიქმნას პერსონასთან მიმართებით. მაგრამ მანამდ უნდა აღვნიშნოთ, რომ პესრონა, როგორც ადაპტაციის მექანიზმი, არაა აუცილებელი, იყოს იდეალური. მისი ფუნქციაა პიროვნების ადაპტაცია სოციუმთან, სოციალურ გარემოსთან, მაგრამ არავინ დაგვპირებია იდეალურ ადაპტაციას. იუნგი ნაშრომში - არაცნობიერი ფსიქოლოგიის მონახაზები- აღნიშნავს, რომ სოციალური როლით ეს იდენტიფიკაცია არია ნევროზების ძალიან გავრცელებული წყარო. ადამიანს არ შეუძლია დაუსჯელად უარყოს საკუთარი თავი ხელოვნური პიროვნების სასარგებლოდ. აქ იუნგი ამბობს, რომ პერსონა ხელოვნურია, ეს არის კონსტრუქცია, რომელსაც ჩვენ ვქმნით გარე სამყაროსგან და რომელიც არასდროს ემთხვევა ჩვენს ნამდვილ პიროვნულ მეს. და რაკი არ ემთხვევა, იწყება წინააღმდეგობა, კონფლიქტი ჩვენს ბუნებრივ მეს - თვითობასა და ამ კონსტრუქტს შორის, ხოლო შინაგანი კონფლიქტი თითქმის ყოველთვის ხდება ნევროზების წყარო. თუმცა აუცილებლობაც არ არის, ანუ პერსონა შეიძლება იმყოფებოდეს ჰარმონიაში პიროვნების შინაგან მესთან. აცნობიერებდეს, რომ სამსახურში ვმოქმედებთ ასე, სახლში ასე, მეზობელთან ასე, იცნობთან ასე და ეს ნორმალურია, სანამ ეს იმყოფება სიმბიოზურ კავშირში ჩვენს შინაგან ღირებულებების სისტემასთან და მორალურ პოსტულატებთან - ჩვენს სიღრმისეულ არსთან, თუმცა თუ მაგალითად, ჩვენი სიღრმისეული არსისთვის კანტისეული კატეგორიული იმპარატივია, მაგრამ ჩვენ ვიქცევით სხვებთან მიმართებით არა ისე, როგორც გვსურს, რომ იქცეოდნენ სხვები ჩვენთან, მაშინ წარმოიქმნება კითხვები. ამიტომ საშიშია პერსონის გქამოყენება, რომელიც არ შეესაბამება თვითობას, ჩენს პიროვნებას. ეს ყოველთვის გამოიწვევს კონფლიქტს, ეს ყოველთვის გამოიწვევს ნევროზს. პერსონის ანუ ნიღბის არქონაც პრობლემას წარმოადგენს. სიზმარში ჩვენ შეიძლება დავეჯახოთ ამ მოვლენას რაღაც მიზეზის გამო ჩვენს სიზმარში აღმოვჩნდით ან შიშველი ან არასწორად, არაადეკვატურად ჩაცმული იმ სიტუაცაში, რომელშიც იყავით. ანუ პერსონა ჩვენი სტილის ელემენტი და ერთგვარი სკაფანდრი სიზმარში შიძლება მეტაფორულად (და ზოგადად სიზმარში ყოველთვის მეტაფორული ანალოგია ტანსაცმლის) ანუ ეს სირცხვილის გრძნობა, რომელიც წარმოიქმნება იმიტომ, რომ შიშველი აღმოჩნდით ქალაქის ცენტრში ან წვეულებაზე, ეს ხშირად დაკავშირებულია ოერსონის პრობლემებთან და შეიძლება იყოს სხვადასხვა ისტორიები, ანუ სრულიად ნორმალურია სიტუაცია, როცა ამა თუ იმ მიზეზიღთ იძულებული ხართ შეცვალოთ პერსონა, მაგალითად, კარდინალურად ცვლით სამუსაო ადგილს ან გადადიხართ ერთი ქვეყნიდან მეორეში ან იმყოფებით რაღაც სიტიაციაში, რომელიც ნომინალურია თქვენთვის (დაქორწინდით ან ამთავრებთ უნივერსიტეტს და გადიხართ სერიოზულ ცხოვრებაში) ნებისმიერმა ასეთმა გარდამავალმა მოსაზღვრე პერიოდმა შეიძლება გამოიწვიოს პერსონის პრობლემები, რადგან აქამდე თქვენ ცხოვრობდით და იქცეოდით თქვენთვის ჩვეული ცხოვრებით, ახლა კი საჭიროა სხვა სტილი, სხვა ქცევა. ეს შეიძლება გამოვლინდეს სიზმრებში და ასევე ჩვეულებრივ სიტუაციაშიც სიზმრები, როცა ცხოვრებაზე ბრაზობთ, სიგნალებს იძლევიან, რომ ადეკვატური პერსონის დეფიციტია. ადეკვატური არა ადამიანისთვის, თუმცა ადამიანიც განიხილება აქ, მაგრამ ადეკვატური იმ სოციალურ გარემოებებთან, რომელშიც ადამიანი აღმოჩნდა და ამის მინიშნებად, კარნახი შეიძლება ვიპოვოთ სწორედ სიზმრებში. ადაპტაციის პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს სრიალში ფროიდის მხიედვით ან ფროიდულ სიზმრები. ![]() იუნგი ამაზე წერს: "არსებობენ ადამიანები, რომელთაც განუვითარებელი აქვთ პერსონა - „ კანადელებისთვის უცხოა ევროპელების მოჩვენებითი თავაზიანობა“- რომლებიც დაუშვებენ ერთ საჯარო შეცდომას ან გამოავლენენ უტაქტობას, უშვებენ ახალ შეცდომას და ან ახალ უტაქტობას ავლენენ ისე, რომ თვითონაც რომ ვერ ამჩნევენ და ამას უეშმაკოდ და არამიზანმიმართულად აკეთებენ, ეს სულიერად მომაბეზრებელი და აღმაშფოთებელი ბავშვები, ამ თუ ისინი ქალები არიან, მაშინ მოჩვენებასავით კასანდრები, რომლებიც შთაგაგონებენ შიშს თავიანთი უტაქტო წინასწარმეტყველებებით, მაშინ ყოველთვსი არც ისე ესმით, არც იციან, რას სჩადიან, ამიტომ ყოველთვის იმედოვნებენ, რომ აპატიებენ, უიმედო მეოცნებეები, რომლებიც ვერ აღიქვამენ სამყაროს. დწორედ აქ შეიძლება დავინახოთ, როგორ მოქმედებს დაუცველად დარჩენილი პერსონა და რა უნდა გააკეთო, რომ გაუმკლავდე ამ უბედურებას. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გაექცნენ განხიბვლებსა და ყველანაირი სახის სინანულს, სცენებსა და სოციალურ კატასტროფებს მხოლოდ მაშინ, როცა ისწავლიან გაგებას, როგორ უნდა მოიქცე საზოგადოებაში. მათ უნდა ისწავლონ გაგება, რას ელოდება მათგან ეს საზოგადოება, მათ უნდა დაინახონ, რომ სამყაროში არსებობს მოცემულობები და ადამიანები, რომლებიც მათზე აღმატებულნი არიან; მათ უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს მათი საქციელი სხვებისთვის. ეს რა თქმა უნდა, ბავშვური თამაშებია მათთვის, ვინს შესაბამისი სახით მოახდინა საკუთარი პერსონის ფორმირება“. ამ მონაკვეთში ალბათ იუნგი საკმარისი სიზუსტით აღწერს იმ ასპექტებს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პერსონასთან, როცა ადეკვატური ადაპტაცია არ არსებობს. მნიშვნელოვანი დასკვნა, რომლის გაკეთებაც შეიძლება არის ის, რომ აუცილებელია საკუთარ პერსონაზე მუშაობა. ანუ თუ ჩვენ ვუყურებთ რაიმე მსგავს კონფლიქტს, ეს მიანიშნებს იმაზე, თუ სადაა პრობლემა და როგორ შეიძლება მისი გადაჭრა. პრობლემის კიდევ ერთი სახე, რომელიც დაკავშირებულია პერსონასთან, შეიძლება იყოს გაერთიანება. ის ხასიათდება იმით, რომ ადამიანი წყვეტს გაგებას, სადაა ნამდვილი და სადაა მისი პერსონა. კარგია, თუ ამას გააცნობიერებს, რომ მას აქვს ასეთი პრობლემა, რადგან ეს უკვე პირველი ნაბიჯია მისი მოგვერებისკენ. ან იქნებ ადამიანს აქვს სიტუაცია, როცა ვერ იგებს ამას, ვერც ხვდება. ალბათ ყველას შეგვხვედრია ადამიანები, განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთი პროფესიის ადამიანებს, როგორიცაა ექიმი, მასწავლებელი, სახელმწიფო ან საჯარო მოხელე, რომელიც თავის ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც იწყებს შტამპებით ლაპარაკს, ან გამუდმებით ასწავლის სხვებს, მოძღვრავს, ან მკურნალობს ან რომელთაც გამოუმუშავდებათ სამსახურებრივი ცინიზმი. მოკლედ, უყურებ ასეთ ადამიანს და პრაქტიკულად მაშინვე შეგიძლია თქვა, რა პროფესიისაა იგი, როგორია მისი წამყვანი პერსონა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ქცევის თვალსაზრისით, პერსონამ და პიროვნულობამ გაცვალეს ადგილები. იუნგი ამის შესახებ წერს: „საფრთხე იმაშია, რომ ისინი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ საკუთარ პერსონებთან - პროფესორი თავის მოსწავლესთან, ტენორმა თავის ხმასთან. ზიანი მიყენებულია. ამ მომენტიდან ადამიანი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბიოგრაფიის ფონზე, მასზე ახლა წერენ“ შემდეგ მან მოინახულა ესა და ეს ადგილები და თქვა ესა და ეს“დეიანირას ტანსაცმელი ძალიან სწრაფად მიეზარდა კანზე და, როგორც ჰერკულესის შემთხვევაში, საჭიროა სასოწარკვეთილი გადაწყვეტილების მიღება, თუ ადამიანი აპირებს საკუთარი სხეულიდან მოიგლიჯოს ნესის ეს ქიტონი და ნაბიჯი გადადგას უკვდავების დამფერვლავ ცეცხლში, რათა დაიბრუნოს საკუთარი ნამდვილი სახე“. აქ შეიძლება აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზეც მიანიშნებს იუნგი, რომ ასეთი ისტორია დამახასიათებელია არა მარტო საზოგადოებაში სპეციფიკურ, საკრალურ როლებთან მიმართებით უკვე მოყვანილი მაგალითებისთვის, არამედ საჯარო გიგურებისთვის, რომლებიც ხელისუფლებქაში არიან, ხელმძღვანელი პირებისთვის, ყველაზე დაბალი რგოლის ხელმძღვანელიდან თვით ქვეყნის ხელმძღვანელ პირებამდე, როდესაც ადამიანისგან უამრავი მოლოდინები აქვთ, ამ დროს იქმნება საფრთხე, რომ ერთმანეთს შეერწყას, ინტროეცირება მოხდეს ამ პროექციების. მე ვარ ადამიანი, ჩემზე პროექცირებას ახდენს უამრავი რაოდენობის შინაარსი და თუ რაღაც შინაარსები იქნება ერთგავროვანი, უდიდესი ალბათობაა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მე ამ შინაარსების ინტროეცირებას მოვახდენ და დავიწყებ ისე მოქმედებას, თითქოს მე ვარ ზუსტად ის, რისი პროეცირებაც მოახდინეს ჩემზე. ჩემზე ახდენენ ტირანის პროეცირებას? კარგი. რამდენიმე თვეში მე მოვიქცევი ტირანიულად. პერსონის ტერმინოლოგიით, გამოდის, რომ ეს პროექცია ზემოქმედებს სწორედ პერსონაზე, რომელთანაც ვმუშაობ და თუ ვერ შევაკავებ ჩემს პიროვნულს, ჩემს მეს, ვერ შევაკავებ ჩემს პერსონას შესაბამის ჩარჩოებში, მაშინ იდენტიფიკაციის საფრთხე წარმოიქმნება. ასეთი სიტუაციიდან თავის დასაღწევად საჭირო გახდება სხვა მასშტაბის მოვლენები. და ბოლო, შედარებით აშკარა ასპექტი არის შერეული პერსონები და პიროვნულობა. ერთი შეხედვით, თითქოს ჰგავს გაერთიანებას, რომელიც წინა პუნქტში განვიხილეთ, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. პერსონა ეს ყოველთვის კოლექტიურია. აი, ჩვენ ვსაუბრობთ მასწავლებლის პერსონაზე ან ექიმის პერსონაზე. ვამბობთ „ პერსონა“ და შემდეგ მოდის რაღაც საერთო, , რაღაც დიდი რაოდენობით ადამიანებზე, პერსონა კოლეგები, პერსონა მეგობრები. ეს ზოგადი ქოლგისებრი ცნებაა, რომელიც საერთოა ჩვენი საზოგადოებისთვის. და საერთოდაც, როცა ვლაპარაკობთ პერსონაზე, ჩვენ ყოველთვის მხედველობაში გვყვანან რაღაც კოლექტიური, კრებსითი., ანუ პერსონა ფაქტობრივად რაღაც კოლექტიურ ნაწილს იღებს აქედან, რაღაც კოლექტიურ ნაწილს იქიდან, აქედან-იქიდან და ყველაფერი ეს ერთად ქმნის ფრანკენშტეინ პერსონას და გასაგებია, რომ ამ ნაწილებს ყოველი პიროვნება კრებს სხვადასხვაგვარად, რაც დამოკიდებულია არა მარტო მასზე, არამედ იმ ცხოვრებისეული სიტუიაციის მოცემულობებიდან, რომელშიც პიროვნება მოხვდა. რამდენადაც ყველა სიტუაციია თავისებურად უნიკალურია, პერსონებიც, რომლებსაც ადამიანები ქმნიან, ასევე იქნებიან უნიკალურები. არსებობს ნულოვანი ალბათობა იმისა, რომ ადამიანი დაიწყებს საკუთარ უნიკალურობაზე ფიქრს არა მისი ჭეშმარიტი თვითობის ფარგლებში, არამედ პერსონის ფარგლებში, რადგან როგორც მას შეუძლია იაზროვნოს, ის უყურებს საკუთარ პერსონას და ხედავს რაღაც უნიკალურს, რაც მხოლოდ მას აქვს. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ სწორედ ეს არის ჩემი ინდივიდუალობა, არსებობს ინდივიდუალური მე, არსებობს ჩემი პერსონა, რომელიც გამოიყურება ასევე ძალიან ინდივიდუალურად, რადგან ის მოვლენები, რომელშიც აღმოვჩნდი და ვისაც წარმოვადგენ, უნიკალურია. ეს კი ნიშნავს, რომ საკუთარ პერსონებს მოვკრებ ასევე უნიკალურად. მაგრამ ჩემი უნიკალურობა, როგორც პიპროვნებისა არ არის ჩემი პერსონის უნიკალურობა. ეს უნდა გავიაზროთ ნათლად. ხშირად გამოწვევებიც, არის თუ არა რაღაცები ჩემი ჭეშმარიტი მეს ნაწილები თუ ეს ნაწილები კოლექტიური პერონისაა, ამის შემოწმება ძალიან ადვილია. შეეხადეთ იპოვოთ წყარო - თუი ეს პერსონაა, მაშინ პრაქტიკულად ყოველთვის საუბარია რაღაც კოლექტიურ წარმოდგენების ინტროექციაზე. 26 3-ს მოსწონს
|