x
მეტი
  • 13.02.2025
  • სტატია:140194
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513164
მოზარდმა მასწავლებელი დააორსულა და ახლა ითხოვს მასწავლებელი ციხეში არ ჩასვან
image

აშშ-ს ნიუ-ჯერსის შტატში მოზარდი იცავს მასწავლებელს, რომელიც მისგან ექვსი წლის წინ დაორსულდა და ითხოვს, ციხეში არ ჩასვან. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.



2019 წელს ლორა კარონმა, ( მაშინ 28 წლის იყო) შეაცდინა 13 წლის ბიჭი.ლორა მაშინ მუშაობდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლად და კალათბურთის მწვრთნელად. მოზარდის მშობლები მას იცნობდნენ, რადგან ის ადრე ასწავლიდა მათ ქალიშვილს და ენდობოდნენ მას. ასე რომ, მათ ნებას დართეს თავიანთ შვილებს ღამით მასწავლებელთან დარჩენილიყვნენ. ითვლება, რომ ერთ-ერთ ასეთ ღამეს მასწავლებელი მოზარდისგან დაორსულდა და შემდეგ ბავშვიც გააჩინა.



წყვილი ბავშვის წარმომავლობას საიდუმლოდ ინახავდა. თუმცა მოზარდის მამას ეჭვი შეეპარა რომ რაღაც რიგზე არ იყო. 2024 წლის დეკემბერში მან ნახა ლორას ხუთი წლის ქალიშვილის ფოტო და შენიშნა, რომ ის მის შვილს ჰგავდა. მამაკაცი სასწრაფოდ დაუკავშირდა პოლიციას და მასწავლებლის დასჯა მოითხოვა. ახლა ლორა სასამართლოს ელოდება.



სავარაუდო მსხვერპლი ახლა 19 წლისაა. ახალგაზრდამ თქვა, რომ კარონს არასოდეს გაუპატიურებია ის და არც მანიპულირებას ჰქონდა ადგილი, ბიჭი ამტკიცებს, რომ ის იყო მათი ურთიერთობის ინიციატორი. მან თქვა, რომ გაუსაძლისია მისთვის ის ფაქტი, რომ კარონს სექსუალურ ძალადობაში ბრალს დებენ. "მე ის მიყვარს მთელი გულით", - თქვა მან. გარდა ამისა, ახალგაზრდამ აღიარა, რომ კარონთან დაკავშირებულ პრობლემებში მამას ადანაშაულებს.

image

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი და თავად ის დარწმუნებულია, რომ პატარა გოგონას მამა თავად არის, მათი სისხლით ნათესაობა ჯერ არ არის დადასტურებულა. მათი ურთიერთობის დასადგენად დნმ-ის ტესტის შედეგები მხოლოდ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

0
331
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0