საზოგადოება გოგა ფიფიას გახსენება დღეს, 17:43 ![]() “ერთ დღეს ზალიკო კაკაბაძემ დამირეკა შეწუხებული ხმით: გოგა, ვიღუპები, უნდა მიშველო, ანსამბლ “მზიურზე" ხვალიდან გადაღებას ვიწყებ, ბათუმის ბილეთები აღებული მაქვს, გემი გველოდება, მთავარი გმირი კი ვეღარ მოდის, შენ უნდა წამოხვიდეო. ბატონო ზალიკო, შინ რომ კიდევ წასვლა და გადაღება ვახსენო, ოჯახი დამენგრევა -მეთქი... მოკლედ, გადაღებაც არ ჩაიშალა და ჩემი მეუღლეც წავიყვანე. ასე აღმოვჩნდი “მზიურში" ამდენ ნიჭიერ ბავშვთან ერთად..
არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ბავშვები იყვნენ. გააგიჟეს გემის ეკიპაჟი და მგზავრები, ააცრემლეს, აღაფრთოვანეს. ჯერ კიდევ მაშინ უკვე პროფესიონალები იყვნენ — აკი, გამოჩნდა კიდეც მერე და მერე".
.... ბაბუას (აკადემიკოსი ეგნატე ფიფია), “როცა აყვავდა ნუშის" ფინალი არ უყვარდა, რადგან იქ ჩემი გმირი იღუპება.
ფილმი “მზიური" კი, პირიქით, სიამოვნებით უყურებდა, რადგან დარწმუნებული იყო მე ვმღეროდი და სიამაყით იძახდა - აქ გოგა რა კარგად მღერისო. ბევრჯერ ვუთხარი, რომ სიმღერას ნუგზარ კვაშალი ასრულებს, მაგრამ არ მიჯერებდა.
ამ ფილმების გადაღებიდან ბევრი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ყველაფერი სიამოვნებით მახსენდება". - გოგა ფიფია
ფრაგმენტი ინტერვიუდან, 2009 წ.
23 შეფასება არ არის
|