პოლიტიკა "არ დაიჯეროთ, ურსულა ძალო ხუმრობს"-გელა ზედელაშვილი დღეს, 16:54 ![]() რავი, თუ არ ხუმრობს, მაშინ ვერ არი თავის მატორზე. შეიძლება თავის მატორზეა და ვირეშმაკობს. შეიძლება არც თავის მატორზეა და თან ვირეშმაკობს კიდევაც, რას გაიგებთ? დავუშვათ, დავუჯერეთ ურსულა ძალოს... დავუშვათ, ჩავყევით უცნაურ აზროვნებაში... რა გამოდის? ის გამოდის, ჩემო ამხანაგებო, რომე რაკი უკრაინა შეაკვდა რუსეთს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე შესანიშნავ შედეგს მიაღწია. რაში გამოიხატება შესანიშნავი შედეგი - ევროკავშირში მიიღეს? ნატო-ში გააწევრიანეს? რამე ისეთ ორგანიზაციაში შეიყვანეს, სადაც აწი აღარაფერი ემუქრება? არა! ერთი სერიოზული, ტერიტორიულად მართლა ევროპული ქვეყანა დაშალეს და გააპარტახეს! რა მიიღო აშშ-მ? ოკეანის გამოღმა გაყიდა დიდძალი იარაღი! უკრაინას აჰკიდა მილიარდობით დოლარი ვალად ისე, რომ გამოყიფილი თანხების ნახევარიც არ ჩაურიცხა, ანუ უკან წაიღო! გამოსცადა არაერთი თანამედროვე იარაღი! და! ახლა ტრამპი ითხოვს 500 მილიარდი დოლარის წიაღისეულს! წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა მოგებაა?! რა მიიღო რუსეთმა? ძალიან ბევრი... თითქმის იგივე და რაც მთავარია, მიიღო ტერიტორიები. უბადრუკი ზელენსკი კი დათანხმდა ტრამპს, წიაღისეულს მოგცემო (ეგ ახლა ყველაფერს მისცემს), მაგრამ რუსეთი დაანებებს? თუ დაანებებს, სანაცვლოდ ისეთებს მოითხოვს, უკრაინა, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს. მით უფრო, როცა მის მეზობლებს ოდესღაც წართმეულ ტერიტორიებზე თვალი უჭირავთ! აი, ეგ არი შედეგი, ურსულა ძალოოოოოო! ისე, რაღა დაგიმალოთ და... ამ ევროკავშირელებმაც კაი “მაყუთი'' აკეთეს ამ ომში!"-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი. 149 2-ს მოსწონს
|