მხატვრობა საბჭოთა "პინ-აპი" დღეს, 14:27 ![]() ![]() 2000-იან წლებში ვალერი ბარიკინმა შემთხვევით დაიწყო "საბჭოთა პინ-აპის" სტილის განვითარება. მისი პირველი ნამუშევარი შესრულდა ციფრული კოლაჟის ტექნიკის გამოყენებით: ხუმრობით მან ერთ-ერთ ორიგინალ საბჭოთა სოციალურ პლაკატში ჩასვა პინ-აპ მოდელის ფიგურა, რომელიც ამ ჟანრის ცნობილ ამერიკელ ოსტატს, გილ ელვგრენს ეკუთვნოდა. უცებ გაქრა იდეოლოგიური კომპონენტი და მთელმა კომპოზიციამ სულ სხვა ემოციური მუხტი შეიძინა. საბჭოთა პლაკატებს დიდაქტიკური ხასიათი ჰქონდა, ხოლო 1930-1950-იანი წლების დასავლური პინ-აპები გასართობი იყო. ბარიკინმა თავის ფანტაზიებს დაუმატა ის, რაც "არ იყო" სსრკ-ში: სექსუალობა. საბჭოთა კავშირში გაზრდილმა ავტორმა პირქუშ საბჭოთა პლაკატებს ეროტიულობა შესძინა. ![]() ირონიით გაჯერებულმა ამ სენტიმენტალურმა სურათებმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა .როდესაც 2000-იანი წლების ბოლოს ბარიკინმა პირველად გამოაქვეყნა თავისი ნამუშევრები ინტერნეტში არც თუ ისე ცნობილ პლატფორმაზე, ორ დღეში მათ 25 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა და ამის შემდეგ დაიწყო "საბჭოთა პინ-აპის" პოპულარობის ნამდვილი ბუმი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 219 3-ს მოსწონს
|