x
მეტი
  • 14.02.2025
  • სტატია:140220
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513166
საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს, მათ შორის რუსეთის და ირანის 

მიგრაციის დეპარტამენტი

საქართველოდან უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან რუსეთისა და ირანის მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილს კი მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველო იძულებით დაატოვებინა.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გააძევეს - მოლდოვას, ეგვიპტის, სომხეთის, რუსეთის, ერაყის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის და ნიგერიის მოქალაქეები.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელებ
ა.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0