საზოგადოება კირსტენ დანსტის მამაკაცების ხუთეული 2012, 27 ოქტომბერი, 10:53 ჯეიკ ჯილენჰალი 2002 წელს კირსტენ დანსტის ცხოვრებაში მგზნებარე და სერიოზული რომანი დაიწყო. ახალგაზრდა მსახიობმა გაიცნო ჯეიკ ჯილენჰალი, მეგი ჯილენჰალის ძმა რომელთან ერთადაც თამაშობდა ფილმში "მონა ლიზას ღიმილი". ჯეიკთან მან ორი წელი გაატარა. წყვილი არ მალავდა თავის გრძნობებს და პაპარაცებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ მათი რომანტიკული ფოტოების გადაღებისას. მსახიობებმა იმდენად დაიჯერეს თავისი სიყვარულის, რომ 2004 წელს ერთობლივი სახლიც იყიდეს 2მილიონ დოლარად. ცოტა ხანში კი წყვილომა დაშორების შესახებ განცხადება გააკეთა. მოგვიანებით, მათ კვლავ ერთად ყოფნა გადაწყვიტეს, მაგრამ ეს კავშირი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. _________________________________________________ ორლანდო ბლუმი ავსტრალიელი ლოველასი ორლანო ბლუმი და კისრტენ დანსტი 2005 წელს ფილმ "ელიზაბეტაუნის" გადაღებებზე დაუახლოვდნენ ერთამნეთს. ფილმის სცენარში ისინი შეყვარებულებს თამაშობდნენ და ეს რომანი რეალურ ცხოვრებაშიც გადაიტანეს. საკვირველია, მაგრამ ფილმის გადაღების პერიოდში მათ შორის არაფერი მომხდარა. იმ პერიოდში ორლანდო მსახიობი კეიტ ბოსუარდით იყო გატაცებული. სამაგიეროდ, ფილმის პრემიერაზე ორლანდო შეყვარებულის გარეშე მივიდა და კირსტენსაც ჯეიკ ჯილენჰალი უკვე დავიწყებული ჰყავდა. ეს რომანი თავიდანვე ხანმოკლე პერიოდზე იყო გათვლილი. ორივე მათგანი ერთმანეთს სრულიად უმტკივნეულოდ დაშორდნენ. – ____________________________________________________ ბენ ფოსტერი 2001 წელს კირსტენის სასიმღერო დებიუტი შედგა. ფილმში "სიყვარულის ვირუსი" დანსტი ამრერდა. ამ ახალგაზრდული კომედიის გადაღებისას კისრტენმა ახალი სიყვარულის იპოვა. სცენარის მიხედვით, მსახიობ ბობ ფოსტერიის გმირი კირსტენის გმირის საყვარელი უნდა გამხდარიყო. მაშინაც კი, როცა რეჟისორი დაიზახებდა - "სდექ გადაღებულია" - გადასაღებ მოედანზე კოცნა და ალერსი გრძელდებოდა. ეს სიყვარული, ალბათ კრისტენს დიდი ხანი დაამახსოვრდება, რადგან როგორც ამბობენ, ურთიერთობა ძალიან რომანტიკული იყო. – _________________________________________________________________ ტობი მაგუაიერი კრისტენმა თავისი ყველაზე კომერციული და ვარსკვლავური როლი 2002 წელს მიიღო ფილმში "ადამიანი ობობა". შეუძლებელი იყო, გადაღებებზე ტობი მაგუაიერით არ მოხიბლულიყო. ეს რომანი რომ არ შემდგარიყო, მაყურებელი იმედგაცრუებული დარჩებოდა. დღემდე ზუსტად არ არის ცმობილი, წყვილს შორის მართლა იყო თუ არა რომანი და მათი რომანტიკული სეხვედრები და ფოტოები მხოლოდ ფილმის პიარი ხომ არ იყო. – _____________________________________________________ ჯოშ ჰართმენი ჯოში კისრტენის პირველი ვარსკვლავბიჭუნა იყო. 1998 წელს მათ ერთად იტამაშეს ფილმში "თვითმკვლელი ქალიშვილები". ჯოშს პირველს შეუყვარდა კირსტმენი, რომელიც იმ დროს ნაკლებად ზრუნავდა საკუტარ გარეგნობაზე. მათი რომანი 2 წელს გაგრძელდა. დაშორების შემდეგ კი ორივე მათგანი ვარსკვლავად გადაიქცა. მოგვიანებით, 2004 წელს წყვილი კვლავ ერთად დააფიქსირეს, მათ კი თავი იმართლეს, რომ მეგობრული პაემანი ჰქონდათ. 120 2-ს მოსწონს
|