სხვა "თითქოსდა მისი დარტყმები ყველა მხრიდან მოდიოდა" -XX საუკუნის უდიდესი მოკრივე,რომელიც რატომღაც ყველამ მიივიწყა 11 თებერვალი, 16:50 ![]() ჰარი გრები ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა ისეთი ცნობილი, როგორც, ვთქვათ, ჯო ლუისი, ჯეკ დემპსი ან ჯეიკ ლამოტა. გრების ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი და იდუმალია, რომ გასაკვირია, რომ მასზე ჯერ კიდევ არ გადაიღეს ფილმი. გრების ვარჯიშები პროფესიონალურმა კრივმა ჩაანაცვლა, ხოლო 1919 წელს - ესპანური გრიპით გამოწვეული პანდემიის დროს რომელმაც 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი შეიწირა - მან 45 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. 13 წლიანი კარიერის განმავლობაში, რიცხვები უბრალოდ ფენომენალურია - 298 ბრძოლა, ანუ საშუალოდ 23 ბრძოლა წელიწადში. მუჰამედ ალიმდე სწორედ ჰარი იყო უდიდესი მოკრივე. 1913 წელს გრები მშენებელობაზე კვირაში 12 დოლარს გამოიმუშავებდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მისი ჰონონარი წელიწადში 33000 დოლარი იყო. გრების იდუმალი ცხოვრება არ არის გაზვიადებული. რინგზე მისი ფენომენალური შედეგების მიუხედავად, მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა. დაიბადა 1894 წლის 6 ივნისს პიტსბურგში, გერმანელი ემიგრანტების ოჯახში. 18 წლისამ მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა და თან ვარჯიშობდა, რის შემდეგაც პროფესიონალურ კრივში გადაინაცვლა. ![]() კარიერის დასაწყისი არ იყო წარმატებული: პირველ შვიდ ბრძოლაში მან ოთხჯერ მოიგო, ორჯერ წააგო, ერთი ბრძოლა კი ფრედ დაასრულა მაგრამ გრებმა წააგო მეტოქეებთან, რომლებიც მას წონით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ. ეს შედეგები იმითაც აიხსნება, რომ მას სამოყვარულო კარიერა არ გაუვლია - გრები მაშინვე პროფესიონალთა ბრძოლებში ჩაერთო. მე-20 საუკუნის დასაწყისში კრივი სულაც არ იყო ისეთი ისეთი, როგორსაც დღესაა. გრები ცხოვრობდა კრივით - ის ინარჩუნებდა ფორმას და ებრძოდა აბსოლუტურად ყველას, ვინც მას დაუპირისპირდებოდა. ჰარის ჰქონდა საკუთარი უნიკალური ბრძოლის სტილი: ის არ იყო ნოკაუტერი, მაგრამ ჰქონდა ხელის ფენომენალური სისწრაფე და მისი კომბინაციები უკიდურესად საშიში იყო. არატრადიციული მანერის გამო თაყვანისმცემლებმა მას მეტსახელად "პიტსბურგის ქარის წისქვილი" და " კვამლიანი ქალაქის ველური კატა"შეარქვეს. ჰარის ასევე არ ერიდებოდა ბინძურ ხრიკებს: ღია ხელთათმანით დარტმას და იდაყვით მუშაობას. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, პლანეტას დაარტყა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშიშმა პანდემიამ - ესპანურმა გრიპმა. 18 თვეში 550 მილიონი ადამიანი (მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 30%) დაინფიცირდა. დაიღუპა 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი. ამ ხნის განმავლობაში გრებმა არათუ არ შეწყვიტა გამოსვლები, არამედ თითქმის ყოველ კვირა იბრძოდა. ის რინგის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა 1922 წლის 23 მაისს, როდესაც "მედისონ სკვერ გარდენში" ჯინ ტანეის მოუგო და მოიგო ამერიკის ტიტული მსუბუქ წონაში . ბრძოლა ისტორიული გახდა - იგი წლის საუკეთესო ბრძოლად აღიარა ჟურნალ The Ring-მა, რომელიც ამავე 1922 წელს დაარსდა. ![]() ![]() 1923 წელს გრებმა მოიპოვა მსოფლიო ტიტული საშუალო წონაში, როდესაც დაამარცხა ჯონი უილსონი, ამის შემდეგ ზედიზედ ოთხჯერ დაიცვა ქამარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბრძოლა მიკი უოკერის წინააღმდეგ 1925 წელს. აწონვის დროს ჰარი მეტოქეზე 5, 4 კგ-ით მძიმე იყო, მაგრამ მან წონა რამდენიმე საათში დაიკლო, რათა ტიტული არ დაეკარგა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ გრები ისე იყო დაღლილი წონის დაკლების შემდეგ, რომ ფაქტიურად სასწორიდან გადაათრიეს. მეორე დღეს მან მაინც მოახერხა გამარჯვება, ხოლო ეს პაექრობა აღიარეს წლის ბრძოლად. ![]() სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას თვალის ამოუღეს და მის ადგილზე მინის იმპლანტი ჩაუდგეს. 1925 წლის აგვისტოში გრები ავტოკატასტროფაში მოჰყვა, ნეკნების მოტეხილობა და სახეზე ჭრილობები აღენიშნებოდა. მაგრამ მან მაინც გააგრძელა პროფესიული კარიერა. უკანაკსნელ ბრძოლაში (1926 წლის აგვისტო), ჰარი გრებმა განმეორებით მატჩში წააგო ტაიგერ ფლაუერსთან. მიღებულმა დაზიანებებმა აიძულა ისევ მიემართა სამედიცინო დაწესებულებისათვის, მაგრამ ოპერაციის დროს გართულებები წარმოიშვა და 1926 წლის 22 ოქტომბერს გრები 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1990 წელს ჰარი გახდა ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც შეიყვანეს საერთაშორისო კრივის დიდების დარბაზში. Boxrec-მა იგი დაასახელა ყველა დროის #3 საუკეთესო მოკრივედ საშუალო წონაში და #17 საუკეთესო მოკრივედ ყველა წონაში.ხოლო Sports Illustrated-მა ჰარი გრები მე-20 საუკუნის #5 მოკრივედ დაასახელა.2006 წელს, კრივის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციამ გრებს მიანიჭა ყველა დროის #2 უდიდესი მოკრივეს ტიტული. ![]() გრებს აქვს 298 ბრძოლა ჩატარებული, აქედან 261 მოგება, 17 წაგება, 19 ფრე და ერთიც მოგება ბრძოლის გარეშე. 152 2-ს მოსწონს
|