სრული ბნელეთი ქართველი პოლიტიკოსების და ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედროების აზროვნებაში
![სრული ბნელეთი ქართველი
პოლიტიკოსების და ყოფილი
მაღალჩინოსანი სამხედროების
აზროვნებაში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/2025021116153810110.jpg)
ცოდვას როგორ დავიდებ და ვიტყვი, დევი ჭანკოტაძე, როგორც სამხედრო და როგორც არტილერისტი დილეტანტია მეთქი!
გამორიცხული თემაა, მაგრამ მიკვირს ეს კაცი და ბევრი მასთან ერთად თავს ისულელებს, თუ მართლა ჯერათ, რომ რუსეთს საბრძოლო მარაგი და მებრძოლების რესურსი ამოეწურა?
სსრკ-ს დაშლის დღიდან მოყოლებული ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიდან იმდენი საბრძოლო მასალა გაიტანა რუსეთმა, ყოველდღე უწყვეტ რეჟიმში, რომ ისროლოს კიდევ დიდხანს ეყოდა. სხვა თემაა სიძველის გამო საბედნიეროდ, ბევრი რაკეტა და ბომბი, რომ არ ფეთქდება.
რუსეთ-უკრაინას შორის ამდენი წელია ომია და ომს ბუნებრივია ადამიანებიც ეწირება და შესაბამისად ტექნიკაც, მაგრამ სრული აბსურდია იმისი მტკიცება, რუსები ამოწყდნენ და უკრაინელები "დანავარდობენ" ბრძოლის ველზეო!
მე ვიბრძოდი ბახმუტში და მტკიცებულებით ფორმაში ვამბობ: ერთ დღეში დაკარგა უკრაინამ ერთი ბრიგადა აღნიშნული ქალაქის დაცვისას.
ვერც მორებით და მიწით გადახურული მიწური გიშველით და ვერც ტრანშეა, როცა ჯერ საარტილერიო კანონადით გბომბავენ მასიურად, შემდეგ ავიაცია "გაუთოვებს" საავიაციო ბომბებით და რაკეტებით და მძიმე ტექნიკა "გიბაგუნებს" შტურმის დროს, გარდა ამისა არც 3 ეშელონად წამოსული რუსული საბრძოლო დანაყოფების ტყვიებია რეზინის, მოგხვდეს და ჯავშანჟილეტმა შაკავოს.
როცა სამხედრო პოლკოვნიკი ხარ (აკია ბარბაქაძემ როგორ მიიღო ეს წოდება ცნობილია და მის ადგილზე მე შემრცხვებოდა), ელემენტარული მათემატიკა მაინც უნდა იცოდე, როცა ამბობ: "რუსებს 3200 ტანკი ჰყავდა და 3400 გაუნადგურესო" ან სრული დილეტანტი ხარ ან სრული იდიოტი.
ვაშაძე პოლიტიკოსია და მესმის არაა ჩახედული სამხედრო თემაში, კი ბატონო მესმის და გასაგებია, მაგრამ ვინ გეაჩება ენაზე სისულელეებს, რომ "აბრეხვებ"?
ნუ ალეკო ელისაშვილი ვინცაა ვინ არ იცის? ორჯერ გავიდა ბრძოლის ველზე უკრაინაში და აკრობატივით დახტოდა კამერის წინ, ეს რა ვქენი, დავადუღე რუსებიო ("ისე უცხონდა ეგ გრძელი ცხვირი". ცხვირი არაფერ შუაშია გამოთქმაა ასეთი). მისი თქმით თურმე ქუჩებში იჭერენ რუსებს და ომში მიერეკებიან. ალეკო, მაშ ვინ არიან ისინი შემოტევისას ფართო ფრონტით, რომ გვიტევდნენ 3 ეშელონად? არა მგონია რუსეთს მებრძოლი რობოტები ყავდეს და კიდევ, ძალით ომში წაყვანილი კაცი ადგება და თავის გადასარჩენად ტყვედ ჩაგბარდება (ბევრ რუსს და უკრაინელს გაუკეთებია ასე, ეს ისე განმარტების სახით).
რუსეთს ტანკები თუ არ ჰყავს, შეიარაღება თუ არა აქვს და ცოცხალი ძალა არ გააჩნია, მაშ რითი ან ვინ აიღო ბოლო 1 თვეში 12 დასახლებული პუნქტი, რომელსაც ადრე უკრაინელები აკონტროლებდნენ?
ნუ "გირჩი" ჯაფარიძე, რომ სრულიად არასერიოზულია რუსეთის შესაძლებლობებზე საუბრისას ამ ვიდეოდანაც ჩანს.
როცა რამეს აკეთებ უნდა გქონდეს გეგმა "ბ", რომელსაც აამოქმედებ საჭიროებისას, "ჯაფარა" კი გამორიცხავს გეგმა "ბ"-ს საჭიროებას, რაც მის ალოგიკურობას უსვამს ხაზს.
პირდაპირ გეტყვით: მრცხვენია, თქვენ ქართველები, რომ გქვიათ!!!