სხვა მამაკაცმა შეთქმულების თეორია დაიჯერა, რის გამოც შვილები დახოცა 11 თებერვალი, 16:16 ![]() 2021 წლის აგვისტოში მეთიუ ტეილორ კოულმენი მეუღლესთან ებისთან და ორ შვილთან, ორი წლის კალეოსთან და ათი თვის როქსისთან ერთად დასასვენებლად წასვლას აპირებდა. ისე რომ, ცოლისთვის არაფერი უთქვამს, ბავშვები ფურგონში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცმა კალეო და როქსი მექსიკაში, ერთ-ერთ ფერმაში მიიყვანა. იქ მან ბავშვები ბარჯით დახოცა და წავიდა. ბავშვების ნეშტები ფერმის მეპატრონემ აღმოაჩინა. მან ეს ამბავი პოლიციას შეატყობინა და კოულმენი მალევე დააკავეს. ![]() კოულმენი გისოსებს მიღმა იქნება განაჩენის გამოტანამდე. როგორც პოლიცია ამბობს, ის ასევე ამტკიცებს, რომ მთელი სამყარო მატრიცაა, ხოლო ის " ნეოა", ამავე ფილმის მთავარი გმირი. ციხეში კოლმენმა არაერთხელ სცადა თავის დასახიჩრება: სხეული საპარსით დაისერა, სცადა თავის დახრჩობა ტუალეტში და იატაკზე თავიც დაარტყა. მამაკაცის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ის სასამართლოს წინაშე ვერ წარსდგება.რადგან ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. თუმცა, სხდომის გადადება ამ დრომდე ვერ შეძლეს. სასამართლო სხდომა 18 თებერვალს არის დაგეგმილი. 154 3-ს მოსწონს
|