სამი შოტლანდიელის ამოუცნობი გაუჩინარება ულამაზეს ფლანანის კუნძულზე - რა მოხდა სინადვილეში?
შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე ფლანანის კუნძულებზე, მოყინული ატლანტის ოკეანის შუაგულში, სამი შუქურის მცველი უკვალოდ გაუჩინარდა. ეს იდუმალი ამბავი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ამოუხსნელი გაუჩინარებაა ნაოსნობასა და საზღვაო ისტორიაში. ეს 1900 წლის დეკემბერში მოხდა.

1900 წლის 15 დეკემბერს, კუნძულზე მყოფი შუქურა უნდა ანთებულიყო, რომ ახლომახლო მყოფუ გემების ნავიგაცია გაეუმჯობესებინა. მაგრამ შუქურა არ მუშაობდა.
ბუნებრივია, ეს დაუყოვნებლივ შენიშნა იმ დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გემმა – :არქტორმა", რომელიც ლივერპულიდან ლეიტში მიდიოდა. გემის კაპიტანმა მოხსენება გააგზავნა შოტლანდიის სანაპირო დაცვის სამსახურში, მაგრამ ცუდი ამინდის გამო, სანაპირო დაცვის სამსახურმა კუნძულზე მაშინვე ვერ გაგზავნა გადამმოწმებელი ჯგუფი.
მაშველი ექსპედიცია – შემზარავი აღმოჩენა
26 დეკემბერს ანუ 11 დღის შემდეგ, შუქურის საგუშაგოსკენ სამაშველო ეკიპაჟი გაემგზავრა, რომელსაც მეთაურობდა ჯოზეფ მურრი. კუნძულზე ჩასულებს არავინ დახვდა.

შუქურა გამორთული იყო – რაც დაუშვებელი იყო, რადგან წესების მიხედვით, ყოველთვის ვიღაც უნდა დარჩენილიყო შიგნით.
კარის საკეტი ჩამოეხსნათ – თითქოს ან ძალით გაეღოთ, ან სასწრაფოდ გაეხსნათ.
სამივე კაცის ქურთუკები ადგილზე იყო – რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი ცივ ამინდში ქურთუკების გარეშე გავიდნენ?
მათი დღიურები უცნაურ ჩანაწერებს შეიცავდა :
12 დეკემბერი: „მონსტრული ქარიშხალია, როგორიც არასდროს გვინახავს… ქარი ღრიალებს, თითქოს სამყარო უნდა დაინგრეს“
13 დეკემბერი: „ყველა ვლოცულობთ. ჯიმი დღეს ძალიან უცნაური იყო…“
14 დეკემბერი: „ქარიშხალი ჩადგა. ყველაფერი დამშვიდდა. ღმერთო, გვიშველე!“

ამის შემდეგ დღიურები შეწყდა.
რა მოხდა სინამდვილეში? – ძირითადი თეორიები
ნუთუ ქარიშხალმა წაიღო ისინი?
ყველაზე გავრცელებული თეორიაა, რომ ძლიერი ტალღები შუქურის ზედა ფერდობზე ავიდა და მამაკაცები გადაისროლა ზღვაში. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ კუნძულის ერთ-ერთ ნაწილში ქარიშხლის კვალი საერთოდ არ ჩანდა, ხოლო 15-16 დეკემბერს ამინდი წყნარი იყო. ქარიშხალს არცერთი ქურთუკი არ წაუღია და ადამიანები გაიტაცა?