პატიმარი ყოველდღიურად 1000 დოლარით ჯარიმდება 2 მილიონი $-ის ღირებულების საგანძურის ადგილმდებარეობის გაუთქმელობის გამო
მკვლევარმა მეცნიერმა წლები გაატარა ციხეში იმის გამო, რომ არ გაამჟღავნა დაკარგული ოქროს მონეტების ადგილსამყოფელი.
2015 წლის დეკემბერში მკვლევარ ტომი ტომპსონს, რომელიც თან ზღვის საგანძურებზე მონადირედ იქცა, სასამართლოს უპატივცემლობის გამო, ყოვედღიურად 1000 დოლარი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ მან 1988 წელს აღმოაჩინა გემი SS Central America, ცნობილი ასევე როგორც "ოქროს გემი", რომელიც ჩაიძირა 1857 წელს ოქროს ციებ-ცხელების დროს სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან.
![პატიმარი ყოველდღიურად 1000 დოლარით
ჯარიმდება 2 მილიონი $-ის ღირებულების
საგანძურის ადგილმდებარეობის
გაუთქმელობის გამო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/202502101520596227.jpg)
განძის აღმოჩენის შემდეგ, ტომპსონმა უარი თქვა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, რომელიც ცდილობდა ეპოვა 500 ოქროს მონეტა.
როგორც ჩანს, ტომპსონი მასხრად იგდებდა ხელისუფლებას განძის ადგილმდებარეობის შესახებ.მას "არ ახსოვს" სად შეინახა მონეტები.
მანამდე თქვა, რომ მონეტები დაახლოებით 2, 5 მილიონ დოლარად იყო შეფასებული და ბელიზში ნდობის ფონდს გადასცა.
ტომპსონი, წლების განმავლობაში ასე აგრძელებდა, 2012 წელს არ გამოცხადდა ოჰაიოში სასამართლო მოსმენაზე, სადაც მონეტების საკითხი განიხილებოდა. ამან გამოიწვია ის, რომ მას ფლორიდაში მიაკვლიეს და დააკავეს. 2015 წლის აპრილში ის დამნაშავედ სცნეს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზოგადად, ფედერალური კანონი სასამართლოს უპატივცემულობისთვის ითვალისწინებს 18 თვიან პატიმრობას. თუმცა, 2019 წელს ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ უარყო ეს არგუმენტი, კანონი მასზე არ ვრცელდებოდა, რადგან მისი უარი თანამშრომლობაზე არღვევდა საპროცესო შეთანხმების პირობებს.
ოქროს ციებ-ცხელების დროინდელ აღმოჩენებს, რა თქმა უნდა დღეს უზარმაზარი ფასები ადევს. 2022 წელს, SS Central America-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზოდი აუქციონზე გაიყიდა 2, 16 მილიონ დოლარად. ეს აღმოჩენა ცნობილია სახელით Justh&Hunter ingot.
![პატიმარი ყოველდღიურად 1000 დოლარით
ჯარიმდება 2 მილიონი $-ის ღირებულების
საგანძურის ადგილმდებარეობის
გაუთქმელობის გამო image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/202502101521336227.png)
გასულ კვირას ეს უცნაური ამბავი ტომპსონისთვის ოდნავ სასიკეთოდ შეიცვალა. აშშ-ის ოლქის მოსამართლემ ალგენონ მარბლიმ განაცხადა, რომ ის "არ არის დარწმუნებული, რომ პატიმრობის გაგრძელება აიძულებს ტომპსონს სასამართლოს მოთხოვნებს დაემორჩილოს"(ანუ გაამჟღავნებს მონეტების ადგილსამყოფელს)
თუმცა, მან ასევე დაადგინა, რომ მკვლევარ მეცნიერს დაუყოვნებლივ უნდა გაუგრძელდეს ორწლიანი პატიმრობა სასამართლოს უპატივცემლობის გამო.
საინტერესოა, რამდენ ხანს გარძელდება ეს კატა–თაგვობანას თამაში?