სისხლის სამართალი “ლევანი წამოიწია, არმატურის მსგავსი საგანი დავარტყი“ – მეგობრის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა გუშინ, 13:43 ![]() , საქართველო თბილისში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ შეძრა. ცნობილი გახდა, რომ სასტიკად მოკლულ 26 წლის ახალგაზრდა ლევან ჯანგულაშვილს 23 წლის ბიჭმა ჯერ ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო და გვამს ცეცხლი წაუკიდა. შემზარავი დანაშაული ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა. საქართველოს პროკურატურამ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. , “კურიერი P.S“-მა მოიპოვა ვიდეოჩანაწერი, სადაც შემზარავი დანაშაულის საქმეზე დაკავებული, ლაშა თვალაბეიშვილი მკვლელობას აღიარებს. . ვრცელდება კადრები მკვლელობის ადგილიდანაც – ვაშლიჯვარში, მიტოვებული მშენებლობაზე ლევან ჯანგულაშვილის დამწვარი ცხედარი 12 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, არმატურით და სავარაუდოდ, ლურსმნიანი ფიცრით ცემის შემდეგ, სისხლისგან თითქმის დაცლილი ახალგაზრდა, ლაშა თვალაბეიშვილმა მშენებარე კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადააგდო. . დაკავებულმა შემზარავი დანაშაული დეტალურად აღწერა: “ლევანი წამოიწია ჩემკენ, მე მას დავარტყი ხელი სახეში და დავაგდე ძირს, რის შემდეგაც იქვე ნაპოვნი არმატურის მსგავსი საგანი დავარტყი. როგორც მახსოვს, რამდენჯერმე დავარტყი გულ-მკერდის არეში, ასევე თავში. მოუხედავად ამისა, ლევანი ჯერ არ იყო მკვდარი და განვიზრახე, რომ გადმომეგდო მე-7 სართულიდან. გავათრიე ნაპირამდე და გადავაგდე. როდესაც ჩავედი კორპუსის ეზოში, ვფიქრობ, ის უკვე მკვდარი იყო. განვიზრახე მისი სხეულის დამალვა და დაწვა. ლევან ჯანგულაშვილის გვამი ავახოხე კორპუსის პირველ სართულზე, მივახოხე ლიფტის შახტასთან და ჩავაგდე. ამის შემდეგ, ავტომობილიდან ამოვიღე 3 ლიტრიან ბალონში მოთავსებული ბენზინი და დავასხი გვამს, მოვუკიდე ცეცხლი და ბალონიც იქვე ჩავაგდე. ასევე მივაყარე სხვადასხვა სახის ნაგავი. იქვე ვიპოვე ლეიბი, რომელიც ჩავაგდე ცეცხლში და წამოვედი. მივედი პირდაპირ სახლში, “ – წერს თვალაბეიშვილი ჩვენების წერილობით ვერსიაში. . პროკურორი გია შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ მოკლული და ბრალდებული მეგობრები იყვნენ: “მიმძიმს ამ სიტყვის თქმა… გვამი როდესაც ვნახეთ, გვამი არის დანახშირებული. შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა სხვადასხვა სისხლიანი საგნები, ლურსმნებიანი ფიცარი, რომელიც ყველა მხრიდან სისხლით არის მოსვრილი. . უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში აქვთ თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. ერთად დადიან გასართობად, ყოფით საკითხებზე. თითქმის ყოველდღიურად ერთად ატარებენ დროს, “ – აღნიშნავს შაიშმელაშვილი. 112 შეფასება არ არის
|