x
მეტი
  • 13.02.2025
  • სტატია:140188
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513152
ქალმა საყვარელი ჩაიდანით მოკლა
imageბრიტანელმა ქალმა მამაკაცი ჩაიდანით მოკლა. ამის შესახებ Aberdeen Live წერს.


პოლიციამ გამოძახება მიიღო 2023 წლის 26 ივნისს ქალაქ აბერდინის ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსიდან..


ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა 36 წლის ელიზაბეტ ენ სუინის ბინაში აღმოაჩინეს 49 წლის ნილ ჯოლი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ცხედრის დათვალიერებისას სასამართლო ექსპერტებმა მუშტების და ასევე ბლაგვი საგნის დარტყმის კვალი აღმოაჩინეს. ჯოლის თავზე და სხეულზე ჰემატომები აღენიშნებოდა. გამომძიებლები დაადგინეს, რომ სუინიმ პარტნიორის მკვლელობის იარაღად ჩაიდანი გამოიყენა.

image


ჩხუბის კონკრეტული მიზეზები არ სახელდება . სასამართლოში ელიზაბეტ სუინი ამტკიცებდა, რომ მისი ქმედებები თავდაცვით იყო გამოწვევეული და რომ ის უდანაშაულო იყო. ამის მიუხედავად, რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ის ერთხმად ცნო დამნაშავედ. ქალს პატიმრობა ემუქრება. მას საბოლოო სასჯელს 2025 წლის 3 მარტს გამოუტანენ.



ცოტა ხნის ვწერდით ლონდონში დატრიალებულ ტრაგედიაზე, როდესაც სახლში გამოკეტილი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ხანძარმა იმსხვერპლა, დედა კი ამ დროს მეგობართან ერთად საყიდლებზე იყო წასული.

0
152
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0