ქალი და მამაკაცი ქალმა საყვარელი ჩაიდანით მოკლა 9 თებერვალი, 12:00 ![]() პოლიციამ გამოძახება მიიღო 2023 წლის 26 ივნისს ქალაქ აბერდინის ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსიდან.. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა 36 წლის ელიზაბეტ ენ სუინის ბინაში აღმოაჩინეს 49 წლის ნილ ჯოლი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ცხედრის დათვალიერებისას სასამართლო ექსპერტებმა მუშტების და ასევე ბლაგვი საგნის დარტყმის კვალი აღმოაჩინეს. ჯოლის თავზე და სხეულზე ჰემატომები აღენიშნებოდა. გამომძიებლები დაადგინეს, რომ სუინიმ პარტნიორის მკვლელობის იარაღად ჩაიდანი გამოიყენა. ![]() ჩხუბის კონკრეტული მიზეზები არ სახელდება . სასამართლოში ელიზაბეტ სუინი ამტკიცებდა, რომ მისი ქმედებები თავდაცვით იყო გამოწვევეული და რომ ის უდანაშაულო იყო. ამის მიუხედავად, რამდენიმე სასამართლო პროცესის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ის ერთხმად ცნო დამნაშავედ. ქალს პატიმრობა ემუქრება. მას საბოლოო სასჯელს 2025 წლის 3 მარტს გამოუტანენ. ცოტა ხნის ვწერდით ლონდონში დატრიალებულ ტრაგედიაზე, როდესაც სახლში გამოკეტილი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ხანძარმა იმსხვერპლა, დედა კი ამ დროს მეგობართან ერთად საყიდლებზე იყო წასული. 152 2-ს მოსწონს
|