x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135827
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ქალის სექსუალური ჰოროსკოპი: მერწყული

imageმერწყული - (21.01-18.02) - მეტად თავისებური სექსუალური თვისებების პატრონია. იგი იშვიათად განიცდის დიდ ვნებათაღელვას და ასევე იშვიათადაა სურვილებისაგან დაცლილი. ღრიანკალისაგან განსხვავებით, მგზნებარე ემოციების პატრონი არ გახლავთ. მაგრამ ფიზიკურ სიახლოვეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
საკმაოდ პატივმოყვარეა და მიზანდასახული: შემოქმედებითი ბუნების პატრონი სრულყოფისაკენ მიისწრაფვის და ძნელად ეგუება სხვების შეცდომებს.
მერწყული დიდებულ პარტნიორობას გაუწევდა დინჯ, თავშეკავებულ მამაკაცს, რადგან თავდავიწყება და გრძნობების აბობოქრება მისთვის უცნობია. სექსი მისთვის ოჯახური ყოფისათვის დამახასიათებელი ტრადიციული რიტუალია, ცოლ-ქმრული ურთიერთობის აუცილებელი მომენტი.
რაც არ უნდა დიდი იყოს მისი ნდომა, მდედრ მერწყულს არ უყვარს აჩქარება: აკურატულად დააწყობს გახდილ სამოსს, გულმოდგინედ გადაიბანს ტანს, ლამაზ პენუარსაც გამოძებნის, არც თმების გადავარცხნა და სუნამოს დასხურება დაავიწყდება. თუნდაც ამ დროს მისი მეუღლე საწოლში იწვეს და გაზეთებს კითხულობდეს.
მერწყულის ასეთ ქცევას საფუძვლად უდევს ისევ და ისევ მისი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ - მას სურს თვით სექსშიაც კი ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდეს მოწესრიგებული, წარმოუდგენელია მერწყული ვნებამ ისე შეიპყროს, რომ პარტნიორს იატაკზე დანებდეს, აწეწილი თმებითა და სათანადო მომზადების გარეშე, იგი საყვარელი მამაკაცისათვის შეუძლებელს შეძლებს, მაგრამ ამაზე არასოდეს დათანხმდება.
ქმრის ღალატი მისი მხრიდან პრაქტიკულად გამორიცხულია. ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ მის სექსუალურ თვისებებს. სამაგიეროდ, იგი დიდი ნიჭისა და მოხერხებას ავლენს ოჯახურ საქმეებში, უყვარს სტუმრების მიღება და გამასპინძლება. ბრწყინვალე კომპანიონია, მასთან ადვილია საერთო ენის გამონახვა, სიამოვნებს, როცა ყურადღებას აქცევენ და აქებენ. მოკლედ, მერწყული, როგორც მეუღლე და როგორც მეგობარი უფრო მაღლა დგას, ვიდრე, როგორც სექსუალური პარტნიორი...

2
1150
6-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
1150
  
2012, 1 ნოემბერი, 18:38
+1
2012, 27 ოქტომბერი, 1:09
+++++++++++++++++.
0 1 2