მოგზაურობა მსოფლიოს 100 საოცრება (98-96) 2012, 27 ოქტომბერი, 0:41
98)შანგრილა: ეს ინგლისელი მწერალის ჯეიმს ჰილტონის მიერ გამოგონებული ადგილია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამ ადგილის რეალურ ტყუპისცალს პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე ჰუზას დაბლობი წარმოადგენს. დაბლობი გარე სამყაროსგან იზოლირებულია უზარმაზარი მთებით. მთების სიმაღლე 6 კმ-ს აღწევს. დაბლობის მაცხოვრებლები გამოირჩევიან თავისი სტუმართმოყვარეობით.97)ხიდი "ოქროს კარიბჭე", სან ფრანცისკო, კალიფორნია. ხიდის სიგრძე 1970 მეტრია და ის ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი იყო 1964 წლამდე. სავალი ნაწილიდან წყლის ზედაპირამდე 67 მეტრია. საშუალოდ დღეში ხიდზე 100 ათასი ავტომობილი გადის. ხიდის გავლა სამხრეთის მიმართულებით 5 დოლარი ღირს, ჩრდილოეთის მიმართულებით კი უფასოა. ხიდი ასევე ცნობილია იმით, რომ აქ საშუალოდ 2 კვირაში 1-ჯერ ვინმე თავს იკლავს. 70 წლის განმავლობაში არაოფიციალური ინფორმაციით აქ 1300 ადამიანმა მოიკლა თავი.96)ქალაქ ჯენეს მეჩეთი. ეს საოცარი მეჩეთი მდებარეობს მალიში, აფრიკა. ამ მეჩეთის თავისებურება ისაა, რომ ის მთლიანად თიხისგანაა აშენებული. პირველი მეჩეთი აქ XIII საუკუნეში აშენდა, მაგრამ მოგვიანებით ის დაანგრიეს. თანამედროვე შენობა აქ მხოლოდ 1907 წლს ააგეს. მეჩეთში შესვლა ნებადართულია მხოლოდ მუსულმანებისათვის.P.S გაგრძელება იქნება... 204 4-ს მოსწონს
|