ფეხბურთი "მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ, ძალიან მსურდა, რომ პირველი გოლი მალევე გამეტანა"-ხვიჩა კვარაცხელია (ვიდეო) 8 თებერვალი, 10:41 ![]() მორიგ მატჩში "მონაკოს" წინააღმდეგ ხვიჩამ სადებიუტო გოლი გაოტანა მეტოქის კარში. "მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ. საუკეთესოა, ასეთ სტადიონზე და ასეთი გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა. ძალიან მსურდა, რომ პირველი გოლი მალევე გამეტანა. აქ ყველა შესანიშნავად მექცევა და ბედნიერი ვარ, რომ "პარი სენ-ჟერმენში" ვთამაშობ.მინდა წინსვლა გავაგრძელო და კიდევ უფრო მეტი მივცე ამ კლუბს, "- აცხადებს კვარაცხელია. ქართველმა ფეხბურთელმა 54-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლას გადაცემის შემდეგ მცველთან ერთად მეკარეც ეფექტურად მოატყუა და საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ, მონაკოსთან მატჩში ახალი კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოოდ "პარი სენ-ჟერმენმა" მეტოქე 4-1 დაამარცხა. შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ფრანგულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტი ოფციონის წესით (4+1) გააფორმა ანუ 4 წლის შემდეგ პსჟ-ის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ექნება. „პარი სენ-ჟერმენმა“ კვარაცხელიას ტრანსფერში „ნაპოლის“ 70 მილიონ ევრო გადაუხადა, პლუს 10 მილიონი – ბონუსების სახით. 45 2-ს მოსწონს
|