საზოგადოება „ლოგო და „მთავარი არხის“ სახელი გვარამიასი არ არის, ხუთი მფლობელი ჰყავს“ - ნატო ჩხეიძე 7 თებერვალი, 21:47 ![]() . ნიკა გვარამია მთავარი არხის ეთერში დაჯდა და ზაზა ოქუაშვილს მწვავედ უპასუხა. იქვე შეახსენა, რომ მთავარი არხის სახელწოდება და ლოგო პირადად მისი საკუთრებაა და თუ არხიდან გუნდი წავა და ახალ ტელევიზიას გახსნის, მაშინ ოქუაშვილს ამ ლოგოსა და სახელის გამოყენების უფლება არ ექნება. მის ამ განცხადებას პასუხობს ზაზა ოქუაშვილის ოჯახი და წერს, რომ არხის ლოგო და სახელწოდებას უკვე 5 მფლობელი ჰყავს და არა მხოლოდ გვარამია, არამედ ოქუაშვილიც. . ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოქუაშვილის მეუღლემ, ექს პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ დაწერა: . სერიიდან:
ის…
(ანუ გვარამიას ჰაეროვანი კოცნები ივანიშვილისადმი).
წინასწარი და აუცილებელი განმარტება:
კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩვენი ქვეყნის უკიდურესად გამწვავებულ რეალობაში, როცა მხილველები ვართ სვლისა ავტოკრატიიდან დიქტატურისაკენ, და ეს ვითარება უამრავ დრამას და ტრაგედიას ქმნის და ბევრი საკითხი თითქოს ისე მნიშვნელივნად აღარ ჩანს, მაგრამ ერთი ის, რომ სწორედ ასეთი სიმწვავისას აუცილებელია დაფარულის და გაბლანდულის მხილება, რათა საზოგადოება შეცდომაში არ იყოს შეყვანილი და როცა ყოვლად უადგილოდ, ჩემს სახელსა და გვარს უშნოდ გამოედება ხოლმე ეს გვარამია, - კიდეც უნდა უპასუხო.
ასე, რომ ჩემი დიდი სურვილი არ არის ახლა ეს სტატუსი, უფრო იძულებითი აუცილებლობაა.
***
გვარამია ნიკა რომ არ გამოეხმაურებოდა და არ დათანხმდებოდა ჩემგან შეთავაზებულ საეთერო დებატებს, დიდად არ გამკვირვებია.
ის ხომ ლოიალურ გარემოში ყინჩობს და მშვენივრად იცის, რომ ტყუილებს აფრქვევს და იქ ვინ არის შემპასუხებელი.
არც არავინ.
.
ჩემთან კი ბრინჯივით დაღავდებოდა და კიდევ უფრო გაიშიფრებოდა.
თუმც, გასაშიფრი “მთავარი არხის” ეთერშიც ბლომად იყო.
ანუ უხვად დაიძებნენოდა იმ რეალობის აშკარა სამხილები, თუ რატომ უგზავნის ივანიშვილს ჰაეროვან კოცნებს სწორედ რომ გვარამია ნიკა.
ზოგიერთს აქვე მოგახსენებთ და სხვებს კი მოგვიანებით.
ბევრია და მიტომ :))
.
მაშ ასე:
მხილება პირველი:“ეს შენობა არ არის მისიო”, - (“ეს შენობა”, ანუ ჩუნინაშვილის ქუჩაზე “მთავარი არხის” ფუნქციონირების ადგილი და “ მისი”, ანუ ოქუაშვილისო) - აცხადებს გაცხარებული გვარამია და სულ ვეღარ უფიქრდება, რომ ქურდს რომ ყური უგდო, დღეში ათჯერ გამოტყდებაო, მასზეც რომ არის ნათქვამი.
კი, ოქუაშვილს აღარ ეკუთვნის ჩუბინაშვილის შენობა, წაიღო საქართველოს ბანკმა როგორც სხვა ბევრი რამ უსამართლოდ, რასაც ოქუაშვილი ასაჩივრებს უცხოეთში, მაგრამ ამაზე სხვა დროს, ახლა კი იმას დაუკვირდით გვარამიას მსმენელებო, -
შენობა რომ საქართველოს ბანკის მიერ მისაკუთრებულია, თვითონ ანუ “ მთავარი არხი” 2022 წლიდან რა მოტივით ფუნქციონირებს იქ?
.
კონტრაქტი აქვს მთავარ არხს გაფორმებული საქართველოს ბანკთან? არა, არ აქვს კონტრაქტი. “მთავარ არხს” არ აქვს ხელშეკრულება, არ იხდის იჯარას, არც დღგ - ს არ იხდის.
,
საქართვრლოს ბანკს არ აქვს ოფიციალურად გაფორმებული, რომ მისი საკუთრებით სხვა სარგებლობს, თუნდაც უსასყიდლოდ, შესაბამისად არ იხდის საბიუჯეტო გადასახადებს, და წლებია “მთავარი არხი” მუშაობს სხვის ჭერქვეშ და ის სხვაც არხეინად არის, ორივე არღვევს კანონს და მშვიდად არიან.
.
რა მოტივაცია გააჩნია საქართველოს ბანკს, რომლის დამფუძნებელი ბ-ნი გილაური დასანქცირებულთა სიაშია შეყვანილი, როგორც ივანიშვილის მაცოცხლებელი ბიზნესმენი, რომ ასე, ოფიციალურად არაფერი მოსთხოვოს და ისე, არაფორმალურად კი, ამხელა შენობა უსასყიდლოდ დაუთმოს გვარამიას?
.
რა გარანტია აქვს ან საქართველოს ბანკს ან მთავარ არხს, რომ არავინ მოსთხოვს კანონით დადგენილ ხელშეკრულებას და შესაბამის საბიუჯეტო გადასახადს?
საქართველოს ბანკის გარანტია გასაგები ხდება როგორც კი ვიგებთ, რომ ბ-ნი გილაური ივანიშვილის მაცოცხლებელ დასასანქცირებელ ბიხნესმენთა სიაშია და მთავარი არხი ვისთვის და რისთვის არის საინტერესო ან მაცოცხლებელი?
თავად მიხვდებით, ვისი ინტერესიც არის.
,
ყველა გონივრულ ეჭვს ივანიშვილამდე მივყავართ.
და მისი ეს ინტერესი რომ არ იყოს, საქართველოს ბანკი წლების განმავლობაში ასე უშურველად და უკანონოდ გააჩერებდა მის სახელზე გადაფორმებულ შენობაში ოპოზიციურ არხს?
არ გააჩერებდა.
აჩერებს კია, რომ არანაირად ხელი არ შეეშალოს “მთავარ არხს” მუშაობაში.
ახლა ხელახლა ვთქვათ, რა გამოვიდა:
.
ივანიშვილის მაცოცხლებელი ბიზნესმენი უსასყიდლოდ და კანონდარღვევით ხელს უწყობს ოპოზიციურ არხს რომ იმუშაოს.
ვისი ინტერესი გამოდის “ მთავარი არხის” მუშაობა.?
გონივრულა ეჭვს აქაც ივანიშვილამდე მივყავართ.
და კრიტიკული “ მთავარი არხი” რომ მუშაობს ივანიშვილის თანხმობით, სამაგიეროდ რას მუშაობს ოპოზიციონერი ნ. გვარსმია?
მუშაობს.
მუშაობს:))
.
მხილება მეორე:იგივე 2022 წლიდან ინკასო ადევს “მთავარი არხის” ანგარიშს, ანუ თუ რამე თანხა იმოძრავებს კომპანიის ანგარიშით, მას წაიღებს შემოსავლების სამსახური იმ ვალში, რა დავალიანებაც აქვს კომპანიას ბიუჯეტის მიმართ.
იმავე 2022 წლიდან “მთავარი არხის” სახელმწიფო ვალი იზრდება და იზრდება და აგერ უკვე 12 მლნ ლარს მიაღწია.
.
ფინანსთა სამინისტრო ხედავს, რომ კომპანიის ანგარიშზე წლებია თანხა არ მოძრაობს, მაგრამ კომპანია მუშაობს, სამინისტროს ვალს არ უხდის და ეს სახელმწიფო სტრუქტურა სულაც არ ინტერესდება, რა თანხით და რა ანგარიშით მუშაობს ეს კომპანია და თავისი უმოქმედობით აძლევს “მთავარ არხს” მუშაობის გაგრძელების საშუალებას.
.
ახლა თავიდან მოვყვეთ:
ივანიშვილის კონტროლს დაქვემდებარებული ფინანსთა სამინისტრო არ აკონტროლებს ოპოზიციურ არხზე თანხის ბრუნვას და არ მიაქვს სახელმწიფოს კუთვნილი მილიონები.
ვისი ინტერესი გამოდის “მთავარი არხის“ მუშაობა?
გონივრულ ეჭვს აქაც ივანიშვილამდე მივყავართ.
.
და “მთავარი არხი” რომ
მუშაობს ივანიშვილის თანხმობით, სამაგიეროდ რას მუშაობს ოპოზიციონერი ნ. გვარსმია?
მუშაობს. დიახ. კი.
მუშაობს:))
.
მხილება მესამე:“ოქუაშვილი და ივანიშვილი ერთი გზით მიდიანო”, - ამასაც გვეუბნება ნ. გვარამია
და
ერთ გზაზე როგორ დგანან ოქუაშვილი და ივანიშვილი, როცა თუნდაც სწორედ იმ 27 იანვარს, მოწმენდილ ცაზე ისევ რომ აყვირდა “მთავარი არხი”, ოქუაშვილი გვხურავსო, სწორედ იმ 27 იანვარს მორიგი სასამართლო პროცესი დაიწყო ლონდონში, სადაც ოქუაშვილი ივანიშვილს უჩივის კორუფციასა და აგრეთვე მისი საკუთრების მიზანმიმართულ ნგრევაში.
.
ასე, რომ ლონდონის სასამართლოშიც და სტოკჰოლმის არბიტრაჟშიც სულ საპირისპირო გზაზე დგანან ოქუაშვილი და ივანიშვილი.
.
მხილება მეოთხე:- “ჰო, მართლა, ლოგო და მთავარი არხის სახელი ჩემი საკუთრებაა, არ დაავიწყდეს ოქუაშვილსო” - თვალები რომ აბრიალა ეთერში გვარამია ნიკამ, არც მთლად ეგრეა საქმე.
.
და არაფერი რომ არ დავიწყნია ოქუაშვილს, იქიდანაც ჩანს, რომ როგორც კი მიაკვლია, რომ მთავარი არხის ლოგო და სახელი კანონის სრული დარღვევით, მალულად გაეფირმებინა გვარამიას თავის თავზე, თავის დირექტორსა და თავის იურისტზე და ეს ამბავი რომ აღმოუჩინა, ოქუაშვილმა მოსთხოვა, - ჩემს სახელსაც ჩაწერ მესაკუთრეებშიო და რაღას იზამდა თაღლითობაში მხილებული გვარამია, ჩაწერა ოქუაშვილი მთავარი არხის სახელისა და ლოგოს მფლობელად.
მაგრამ იქვე სხვისი სახელ/ გვარიც მიაწერა, კერხოდ კი “მთავარ არხზე” ოფიციალურად მართლაც არაფრის მქონე, მაგრამ რუსული პასპორტის მფლობელ დეპუტატ/ბიზნესმენისა.
.
და ახლა ვისაც გინდათ დაიჯერეთ, რომ გვარამია ნიკას აქამდე არაფერი სმენია იმ პირის რუსეთის მოქალაქეობის შესახებ.
.
ასე, რომ ახლა ოფიციალურად ხუთი პირივნებაა მთავარი არხის სახელ/ლოგოს მფლობელი და ნ. გვარამიას მაინც მარტო თავისი საკუთრება ჰგონია.
მოდით, ახლა ამ ოთხი მხილებით შემოვიფარგლოთ და დანარჩენებსაც სერიებად მოგაწვდით თანდათან.
.
დათვლილი მაქვს და 20-ს აღწევს “ მთავარი არხის” ეთერით ნ. გვარამიას იმ ერთ გამოსვლაში ჩემს მიერ სახელდახელოდ აღნუსხული მხილებანი.
გმადლობთ ყურადღებისათვის FB მეგობრებო და დროებით
.
190 1-ს მოსწონს
|