x
მეტი
  • 11.02.2025
  • სტატია:140114
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513118
ის, რომ, იაპონიის კაპიტულაცია, ატომურ დაბომბვას უკავშირდება – მხოლოდ მითია

II მსოფლიო ომს, ხშირად, თანამედროვე ისტორიაში, როგორც ყველაზე სისხლიან კონფლიქტს იხსენებენ, რომლის მსვლელობისას, 75 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს საშინელი მოვლენა, რა თქმა უნდა, არასდროს უნდა იყოს დავიწყებული... და ასეც არის. ეს კატასტროფული მსოფლიო კონფლიქტი, უამრავი წიგნის და მხატვრული, თუ დოკუმენტური ფილმის შექმნის შთაგონების წყარო გახდა. II მსოფლიო ომის თემატიკაზე, ვიდეოთამაშის კი არის შექმნილი.

მაგრამ, დროთა მანძილზე, სინამდვილესა და მოგონილ ამბავს შორის, საზღვარი დაიკარგა... და აქ ერთ მითს წარმოგიდგენთ, რომლისაც უმრავლესობას სჯერა.


image


ბევრი, ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომურ დაბომბვას იმით ამართლებს, რომ თითქოს, ეს იაპონიის სრული განადგურებისგან დაცვის საშუალება იყო. ხოლო, იაპონელებს კოლექტიურ ინტელექტად წარმოაჩენენ, რომელიც უკანასკნელ ადამიანამდე ბრძოლისთვის იყო მზად.

ეს მოსაზრება, აშშ–ს შესაძლებლობას აძლევს, რომ პასუხი არ აგოს, ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის განადგურებისთვის. თუმცა, თავის ასეთი მართლება, – მცდარია... ომის ბოლოს, აშშ იაპონიას უკვე ინტენსიურად ბომბავდა – თავს ესხმოდა ტოკიოს და სხვა ქალაქებს, თან კაპიტულაციის მოთხოვნის გარეშე.

ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ იაპონიის დანებება, უფრო საბჭოთა კავშირის ომში ჩართვის საფრთხესთან იყო დაკავშირებული, ვიდრე ატომურ დაბომბვასთან.

იაპონიას საბჭოთა დაპყრობის ეშინოდა და აცნობიერებდა, რომ ორ ფრონტზე ომის წარმოება არ შეეძლო. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსაზრება, თითქოს, ატომური დაბომბვა, იაპონიის კაპიტულაციის მიზეზი იყო – მცდარია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები, კონტექსტის გარეშე – 6 (30 ფოტო)

* ყველაზე საინტერესო, ცხოველთა სამყაროდან

* დაივიწყეთ იმპლანტანტი და პროთეზი – იაპონიაში წამალი შექმნეს, რომელსაც კბილის ამოყვანა შეუძლია

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები


0
129
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0