ფსიქონევროლოგია ფსიქიკური გადახრის ახალი ტენდენციები. რა საფრთხეს წარმოადგენს სელფ სინდრომი 7 თებერვალი, 19:30 ლამაზები ხართ! კარგები ხართ! დიდებულები ხართ!
და ნუ შეუქმნით პრობლემებს საკუთარ ფსიქიკას ამის ყოველდღიური მტკიცებით ჩვენთვის!
"სელფ სინდრომი"
სხვადასხვა ქვეყნის ფსიქიატრები კვლევებზე (Appel et al., 2020; Bij de Vaate et al., 2020; Parry et al., 2022; Saiphoo & Vahedi, 2024) დაყრდნობით აფიქსირებენ, რომ ინდივიდუალური სელფების გადაღება და საკუთარი ფოტოებით ტკბობა არაჯანსაღ ფსიქიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ავთენტური თვითპრეზენტაციები იწვევს შეუსაბამობებს ონლაინ და ოფლაინ მე-ს შორის, რაც დასაფიქრებელია, ხოლო რედაქტირებული გამოყენება თვითპრეზენტაციები ქმნის კიდევ უფრო დიდ შეუსაბამობას ონლაინ და ოფლაინ მე-ს შორის, რაც ფსიქიკურ პათოლოგიებს საგანგაშოდ აღრმავებს.
მაგალითად, სუზან კენედი აღნიშნავს, რომ კინოვარსკვლავების ის ნაწილიც კი, რომელიც სოციალურ მედიაში ლამის ყოველდღე საკუთარ ფოტოებს აქვეყნებს, საკუთარ ფსიქიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი- განამტკიცონ თავიანთი პოპულარობა. მისი თქმით, სელფების ხშირი გადაღება არა მარტო ნარცისიზმზე მიუთითებს, არამედ არამტკიცე ხასიათზე, პიროვნების გაორებასა და არასრულფასოვნების კომპლექსზე, როცა ადამიანმა ცხოვრებისგან მიიღო იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე ეკუთვნოდა...
მეთიუ ჰობსონი კი გირჩევთ, დროულად მიმართოთ ექიმს და გამოიკვლიოთ, რა შეიძლება იყოს სელფების ხშირი გაზიარების მიზეზი :
"იპოვნეთ რაიმე თერაპია, რათა გაარკვიოთ, რატომ ხართ შეპყრობილი თქვენი იმიჯით, და სად დაიმსხვრა და დაიწვა თქვენი თავმოყვარეობა. საკუთარი თავის ამდენი სურათის გადაღება უბრალოდ ყვირის, რომ გჭირდებათ დანახვა და აღიარება და, შესაძლოა, ვინმემ კომპლიმენტი გამოსწიროს...
მაშინაც კი, თუ ლამაზი ხარ, სხვას არავის არ უნდა შენი სურათების ნახვა ყოველდღე." 28 3-ს მოსწონს
|