x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136027
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510299
კიბოს მკურნალობის ახალი მიმართულება

imageლარი ნორტონი სლოუნ-კატერინგის ონკოლოგიური ცენტრის მთავარი ექიმია. ნორტონს მიაჩნია, რომ ონკოლოგიას რაოდენობრივი მეთოდები არ ჰყოფნის. მისი აზრით, ონკოლოგებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ განტოლებების შემუშავებასა და ანალიზს, რომლებიც სიმსივნის ზრდის სისწრაფესა და მეტასტაზების წარმოქმნის სიხშირეს აღწერს. მისი მოდელი ვარაუდობს, რომ სიმსივნე იზდება არა გეომეტრიული პროგრესიით, როგორც ჰგონიათ, არამედ S-ის მაგვარი მრუდით. ნორტონის თეორია ხსნის, რატომ იზრდება ზოგჯერ სიმსივნე ისევ ძველ ადგილას ქირურგიული გზით მისი მოცილების შემდეგ. სრულიადაც არ არის აუცილებელი, რომ ამაში დამნაშავე იყოს ქირურგი, რომელმაც პირველადი სიმსივნე ბოლომდე არ ამოკვეთა. კიბოს ეს მოგზაური უჯრედები საკუთარ „სახლს" უბრუნდებიან, რათა სათავე დაუდონ ახალი სიმსივნის წარმოქმნას.
ნორტონი და მისი კოლეგები უამრავ ცდებსა და გამოკვლევებს ატარებენ ამ თეორიის დასამტკიცებლად. მისმა იდეებმა შესაძლოა უახლოეს მომავალში ახალი წამლების შექმნა განაპირობოს და დაამარცხოს კიბო.

0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანუ_ნანუ
ნანუ_ნანუ
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0