საზოგადოებრივი სინამდვილეში სადაური იყო და ვისი საკუთრება ოქროს საწმისი? 7 თებერვალი, 18:40 დიდი ამპარტავნება დიდი უცოდინრობის სათავეა, როცა არც თვითონ იცი და არც იმის გესმის, ვინც იცის - ამ შემთხვევაში, ისტორიკოსების, ლიტერატურათმცოდნეების.
![]() თუ გაღიზიანებს, რომ სომხები იბრალებენ ქვევრს, ჩურჩხელას და თვით ჩვენს ანბანსაც კი, მაშინ ობიექტური უნდა დარჩე და თვითონაც არ მიითვისო სხვისი არაფერი. ესაა სამართლიანობა, თუ გინდა იყო სამართლიანი და ქოთნებს ყური იქედან არ მივაძერწო, საითაც თვითონ გაწყობს.
ჯერ კიდევ ბერძნებთან ფეხბურთის მატჩის შემდეგ ატყდა ამბავი, ოქროს საწმისი დავიბრუნეთო... გამარჯვება და გავატარე ასეთი ლაფსუსები. მთავარი ჩვენი გამარჯვება იყო და არა ოქროს საწმისი.. მაგრამ რამდენჯერმე და ახლა, დღესაც შემხვდა მსგავსი კომენტარი სადღაც...ახლაც ბევრს ჰგონია, რომ ოქროს საწმისი კოლხური იყო და ბერძნებმა მოიპარეს,
ოქროს საწმისი კოლხური არ ყოფილა. ბერძნებმა დაიბრუნეს... აქ ძალიან ცუდია ერთი რამ -
მოიპარეს!
თუმცა ისევ კოლხის დახმარებით, მაგრამ მაინც ცუდი ფორმით დაიბრუნეს.
![]() ვერძი, ქრიზომალოსის ოქროს ტყავით, ჰერმესმა გამოგზავნა, ერთი ვერსიით, ჰერას, მეორე ვერსიით, ზევსის ბრძანებით. მას ზურგზე შესვეს ორქომენეს მეფე ათამანტეს შვილები - ფრიქსე და ჰელე, რომ დედინაცვალ ინოსგან გადაერჩინათ და აღმოსავლეთით გამოაფრინეს.
ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე დარდანელის სრუტე)... ვერძი მეტყველების უნარითაც იყო დაჯილდოებული და მისი სურვილის თანახმად, ფრიქსოსმა იგი ზევსს შესწირა, რისთვისაც ტყავი არესის ჭალაში, მუხის ხეზე დაკიდს და დარაჯად დრაკონი მიუჩინა. ამის შემდეგ კოკხეთი რასაც ჰქვია, აყვავდა, გაძლიერდა, მეფე აიეტი ძლევამოსილი გახდა. საბერძნეთი დასუსტდა, რაც ოქროს საწმისის ქვეყნიდან გატანას დაუკავშირეს და სწორედ ამიტომ წამობიდნენ არგონავტები მის დასაბრუნებლად.
მაშინ ქვეყნის განვითარების დონის განმსაზღვრელი იყო როგორი გემთმშენებლობა ჰქონდა მას. არგონავტების შესახებ თითქმის ყველა ვერსიას აქვს ერთი პასაჟი - ბერნების არგოს მდინარე ფაზისზე გადაადგილება უჭირდა და მისი დაწევა და გადასწრება ადვილად შეეძლო კოლხურ გემს აიეტისას. სწორედ ამიტომ მოკლა მედეამ საკუთარი ძმა, დაყო 7 ნაწილად და დაალაგა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, რომ აიეტს ბიჭის გვამის გამთლიანებაზე დრო დახარჯოდა და არგოს ვეღარ დაწეოდა. წარმოგიდგენიათ, რა დონის გემთნშენებლები ვიყავით, რომ 7 ნაწილად გვამის დაყოფა და სხვადასხვა მხარეში განლაგება გახდა საჭირო?
ის ფაქტიც, რომ აიეტმა იასონს პირდაპირ უარი კი ვერ უთხრა, არამედ დავალებები მისცა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც დაიბრუნებდა ოქროს საწმისს იმაზე მეტყველებს, რომ იასონს მოპარვა არ ჰქონია გადაწყვეტილი, პირდაპირ მიადგა მეფეს, ჩათვალა, რომ ბერძნებს დაუბრუნებდა იმას, რაც ბერძნებისა იყო... ( ზოგადად, ბერძნულ-ქართული კულტურები იმდენად ახლო იყო ერთმანეთთან, რომ ჰერამ/ზევსმა ფრიქსე და ჰელე კოლხეთისკენ გამოუშვა ანუ იქ, სადაც ეიმედებოდა, რომ დაცულები იქნებოდნენ და არა ჩრდილოეთით ან დასავლეთით! ამასთან ბერძნების მითოლოგია სავსეა ქართველებით ან ნახევრად ქართველებით და ეს არ ხდება უმიზეზოდ)
აი, იმ ტიპის დავალებების შესრულება კი, რაც აიეტმა იასონს მისცა, წარმოუდგენელი იყო და ამიტომაც დასჭირდა იასონს ჯერ აიეტის ასულის მოხიბვლა და მერე მისი გამოყენებით ოქროს საწმისის მოპარვა.
ოქროს საწმისი რომ ბერძნული იყო, ამაზე აპოლონიოს როდოსელიც საუბრობს, თუ სწორად მახსოვს, არისტოტელესაც აქვს გაკვრით იქ, სადაც მედეას ახსენიებს... თუმცა ლოგიკასაც რომ გავყვეთ და იმ ეპოქის სტილს, ოქროს საწმისი რომ ბერძნული არ ყოფილიყო და იასონს იმედი არ ჰქონოდა, რომ აიეტი დაუბრუნებდა, წამოვიდოდა არა არგონავტებით, არამედ უზარმაზარი ფლოტით სხვისი ქონების მისატაცებლად და ბარე ორ სხვა რაიმესაც გააყოლებდა ხელს/
ჩვენ შეიძლება, არ გვაწყობდეს და არ მოგვწონდეს ეს ფაქტი, მაგრამ რ ისევ ბერძენ ბრძენკაცს, არისტოტელეს დავესესხები და ვიტყვი, რომ ""პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი..."
390 2-ს მოსწონს 1-ს არა |