საბუნებისმეტყველო ვინ დანიშნა ლომი მეფედ? 7 თებერვალი, 18:11 ცხოველთა სამყაროს არ სჭირდება მეფეები და ქვეშევრდომები. აი, სად არის ჭეშმარიტი თავისუფლება... ლომმა სულ არ იცის, რომ ის მეფედ ვაღიარეთ და არც აინტერესებს.
თუმცა თუ მანდაც იერარქიები შევიტანეთ, ის მაინც ვიცოდეთ, რა ნიშნით გამოვაცხადეთ მეფედ?
გონიერებით?
არა, ლომზე წინ ცხოველთა სახეობების მთელი რიგია, მაგალითად, დელფინი უჭკვიანესი ძუძუმწოვარია.
სილამაზით?
ბუნებაში ლომზე ლამაზი და საოცარი მოხატულობის ცხოველები არსებობენ და ფაფარიც ბევრს აქვს, თუ საქმე მხოლოდ ფაფარშია, მაგალითაც, ცხენი, მაგრამ ჰმ, ის მტაცებელი რომ არ არის?. ანუ მეფე თუ ხარ, მტაცებელი უნდს იყო! გესმით, რა ვქენით ადამიანებმა?! მტაცებელი გავამეფეთ და არა კეთილშობილი ირემი ან ერთგული ცხენი.
სიდიდით?
მაშინ რატომ სპილო არა?
სიძლიერით?
ლომზე ძლიერები და ამასთანავე, მოქნილებიც ვეფხვები არიან. ბენგალიურ ვეფხვთან ვერ მივა ვერცერთი სახეობის ლომი. რომაელები ხომ იმპერატორად მიიჩნევდნენ ვეფხვს?!
ნახეთ, რა უსამართლოები ვართ, როცა მეფედ ვაღიარებთ არსებას, რომელზე ძლიერებიც, ლამაზებიც, გონიერებიც, კეთილშობილებიც არსებობენ...
![]() მთავარი ისაა, რომ ცხოველებს თვითონ არაფერში სჭირდებათ არანაირი მეფე, არანაირი მმართველი! ასევეა ფრინველთა სამყაროშიც.
იცით, რატომ ვართ სასტიკი არსებები ადამიანები?
იმიტომ, რომ განვადიდებთ და უმაღლეს ტიტულებს მივაწერთ მტაცებლებს (და არა მშვიდობიან ცხოველებს), ფიზიკურად (და არა გონებრივად) ძლიერებს, ვისაც შეუძლია სხვა შეჭამოს, გაანადგუროს, მოსპოს თუნდაც მასზე ლამაზი, მასზე გონიერი, კეთილშობილი, მშვიდობისმოყვარე.
ჩვენ ძალადობის მხარეს ვართ და მერე თვითონვე აღარ მოგვწონს ძალადობა.
ჰოოო, ბოლოს და ბოლოს, ლომი ცხოველთა მეფეაო, ვიძახით, მაგრამ გალიაშიც სიამოვნებით ჩავსვით მეფე ცხოველი.
ალბათ, ჯერ იმიტომ გამოვაცხადეთ მეფედ, რომ მერე გვეთქვა გალიაში გამომწყვეულისთვის
"მეფე კი ხარ, მაგრამ ჩვენ მეფეებზე ძლიერები ვართ!"
აბა, ან მეფედ რატომ ვაკურთხეთ ან გალიაში რაღაზედ მივუჩინეთ ადგილი?
პ.ს.
1.ლომი ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც შეუძლია თვალი გაუსწოროს მზეს, ( სომბოლურად - ჭეშმარიტებას)
2. ვეფხვს შეუძლია ბაყაყების მირთმევაც იკადროს, ლომს კი მხოლოდ თბილი ხორცი უნდა.
3.ტოვებს ნანადირევს(რაც არ სჭირდება) იმისთვის, რომ მასზე სუსტებმა “მიირთვან, ";
4. ორთაბრძოლიდან ან გამარჯვებული გამოდის, ან მკვდარი
167 2-ს მოსწონს |