x
მეტი
  • 07.02.2025
  • სტატია:140009
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513074
ყველაზე საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ

ადამიანის თავის ტვინი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და ამიტომ, თანამედროვე მეცნიერებამ, მისი საფუძვლიანად შესწავლა ვერ მოახერხა. თავის ტვინი სხეულის ყველაზე მთავარი და ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ორგანოა. ის გამოცანაა, რომლის ამოხსნას, უამრავი ცნობილი მეცნიერი, დღემდე ცდილობს.


image


შეიძლება ითქვას, რომ ტვინი ადამიანის ორგანიზმის, ყველაზე მეტად შესწავლილი და ამავდროულად, ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ორგანოა. აქ კი, ფაქტებია, თავის ტვინის და მისი მუშაობის შესახებ, რომელიც კორექტირებას აღარ საჭიროებს:


1. ადამიანის თავის ტვინის საშუალო წონა – 1300 გრამია.
2. ადამიანის ტვინი 60% ცხიმებისგან შედგება. ამიტომ, ის ორგანიზმის ყველაზე ცხიმიანი ორგანოა.
3. პატარასთან მუდმივი საუბარი და წიგნების კითხვა, ბავშვის ტვინის განვითარებას უწყობს ხელს.
4. მამაკაცის ტვინი, ქალის ტვინზე უფრო დიდია და ეს ფაქტია. მაგრამ, ქალის ტვინში უფრო მეტი ნეირონული უჯრედი და კავშირებია და უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობს, ვიდრე მამაკაცის.

5. ქალები ინფორმაციას უფრო ემოციურად ამუშავებენ და ამისთვის, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს იყენებენ, ხოლო მამაკაცები, მარცხენას – «ლოგიკის ნაწილს».
6. სხეულის მარცხენა მხარეს, თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მართავს, ხოლო მარჯვენა მხარეს – ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აკონტროლებს.
7. როგორც ტომოგრამამ აჩვენა, ბავშვის ტვინს, რომელსაც 5 წლის ასაკამდე, ორ ენას ასწავლიდნენ, განსხვავებული სტრუქტურა აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ზრდასრულ ასაკში, ამ ადამიანების ტვინის ნაცრისფერი ნივთიერება, უფრო სქელია, ვიდრე მათი, ვინც მცირე ასაკში, მხოლოდ ერთი ენა ისწავლა.
8. სიფხიზლის პერიოდში, ტვინს შეუძლია 10-23 ვტ. ელ. ენერგიის გამომუშავება, რაც საკმარისია პატარა ნათურის ასანთებად.
9. როგორც ნიუ-ორკში, სტუდენტებზე დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, კვება პირდაპირ კავშირში არის თავის ტვინთან. სტუდენტები, რომლებიც ისეთ საკვებს იღებდნენ, რომელშიც კონსერვანტები, საღებავები და ხელოვნური არომატიზატორები იყო, IQ ტესტი 14% უარესად დაწერეს, ვიდრე მათ, ვის საკვებშიც ქიმიური ნივთიერებები არ იყო.

10. ჩვენი ტვინის მეხსიერების მოცულობა, დაახლოებით, 3-დან – 1000-მდე ტერაბიტია (1024 გიგაბაიტი). შედარებისთვის, ბრიტანეთის ნაციონალური არქივის მთელი მოცულობა – 70 ტერაბაიტია.

11. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის მასა, ადამიანის მასის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, ის ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჟანგბადის 20% ითვისებს.
12. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ტვინი მაშინ უფრო მეტად და აქტიურად მუშაობს, როდესაც ადამიანს სძინავს, ვიდრე მაშინ, როდესაც ღვიძავს და აქტიურად საქმიანობს.
13. თანამედროვე კვლევის თანახმად, ჩვენს ორგანიზმში ნერვული უჯრედები მთელი ცხოვრების მანძილზე იქმნება. ადრე თვლიდნენ, რომ მათი რიცხვი, ასაკის მატებასთან ერთად, მცირდებოდა და მათი აღდგენა აღარ ხდებოდა.
14. თავის ტვინის ყველაზე სწრაფი განვითარება 2-დან – 11 წლამდე ასაკში ხდება.
15. ტვინს არ შეუძლია ტკივილის შეგრძნება, რადგან მას ტკივილის შეგრძნების რეცეპტორები არა გააჩნია.

16. მუსიკა აადვილებს სწავლის პროცესს. განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს მსუბუქი ფონური მუსიკა – კლასიკური მუსიკის სახით.

17. ძილის ნაკლებობა აუარესებს დამახსოვრების უნარს და ეს ფაქტია. ის ნეგატიურ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონებაზე, აუარესებს აზროვნების პროცესს და რეაქციებს ანელებს.

18. ჟანგბადის გარეშე, ტვინს 4-6 წუთის მანძილზე შეუძლია გაძლოს, 5-10 წუთის შემდეგ, მასში შეუქცევადი დესტრუქციული ცვლილებები იწყება, ანუ ტვინი კვდება.
19. ის მოგონებები უფრო ინტენსიურია, რომელიც არომატს უკავშირდება, რადგან მასთან ძლიერი ემოციებია დაკავშირებული.

20. ალკოჰოლი არ მოქმედებს მეხსიერებაზე და არ იწვევს სკლეროზს. როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით სასმელს იღებს, მისი ტვინი დროებით კარგავს დამახსოვრების უნარს. ამ მდგომარეობაში ადამიანმა, შეიძლება, საკუთარი დედაც ვერ იცნოს.

21. ადამიანის გენების ნახევარი, თავის ტვინის სტრუქტურას აღწერს, ხოლო მეორე ნახევარი – დანარჩენ ორგანიზმს.

22. იმ შემთხვევაში, თუ ქირურგიული ჩარევის გზით, ადამიანს ტვინის ნახევარს ამოკვეთენ, ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს მის ჯანმრთელობაზე, აზროვნებაზე და მეხსიერებაზე.
23. ადამიანს გემოს რეცეპტორები, მხოლოდ პირში კი არა, თავის ტვინშიც აქვს.
24. შოკოლადის სუნი თავის ტვინის ტეტა-რიტმს ააქტიურებს, რაც ნერვული სისტემის დამშვიდებას იწვევს.
25. მუსიკაც ისევე დადებითად მოქმედებს დოფამინის გამომუშავებაზე, როგორც გემრიელი საკვები.
26. დიეტა და შიმშილობა ნეგატიურად მოქმედებს თავის ტვინზე. მეცნიერთა მტკიცებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემთხვევაში, ტვინი საკუთარი თავის «ჭამას» იწყებს.

27. ოჯახში ძალადობა უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ტვინზე.

28. ადამიანის ტვინი 50 წლის ასაკამდე ვითარდება.
29. ბავშვის ტვინი ორგანიზმში არსებული გლუკოზის მარაგის 50%-ს მოიხმარს, იმისათვის რომ გლუკოზის აღდგენა მოხდეს, ბავშვს ბევრი უნდა ეძინოს.

30. ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის ღუტუნი. ტვინი ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ გარეგან გამაღიზიანებლებზე რეაგირებს.
31. საკუთარ თავში რწმენა, ტვინის ზოგიერთი ნაწილის სტიმულირებას ახდენს.
32. თავის ტვინი მყარი არ არის, ის 80% წყლის და სისხლისგან შედგება. ამიტომ, წყურვილის დროს, ადამიანმა თავი მზის სხივებს უნდა მოარიდოს.

33. ნერვული უჯრედები კონებად არის დაჯგუფებული და თითოეული მათგანი, რომელიმე, ერთი ფუნქციის შესრულებაზეა კონცენტრირებული (მაგ., მეტყველება, მხედველობა და სხვა).

34. არსებობს ისეთი გაგება, როგორიც «გააზრებული სიზმრები» არის, რომლის დროსაც, ადამიანი სიზმრებს მართავს. ეს მოვლენა ტიბეტში ჩაისახა და მას «იოგა-ძილი» ჰქვია.

35. ადამიანის თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთდროულად მუშაობს. მაგრამ, ფუნქციები გადანაწილებული აქვთ. მარცხენა ნახევარსფერო ორიენტირებულია რაციონალურ, ანალიტიკურ აზროვნებაზე, ხოლო მარჯვენა – ვიზუალურზე (გარემოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა).


imageარხის სხვა სიახლეები:


* დაივიწყეთ იმპლანტანტი და პროთეზი – იაპონიაში წამალი შექმნეს, რომელსაც კბილის ამოყვანა შეუძლია

* უცხოპლანეტელების დედამიწაზე გამოჩენის ყველაზე გახმაურებული ფაქტები

* საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0