x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3 მითი შაქრის შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ

არსებობს ფართოდ გავრცელებული აზრები, რომლებიც ყველამ იცის და ისე არის მიღებული საზოგადოებაში, როგორც აქსიომა მათემატიკაში. თუმცა, ასეთი ფაქტების მიღმა, ხშირად მითებია, რომლებიც უკვე კარგა ხანია, უარყოფილი არის სერიოზული მეცნიერების მიერ. მაგ., მითები შაქრის შესახებ:


image


მითი № 1. ყავისფერი შაქარი უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი


სინამდვილეში თეთრი და ყავისფერი შაქარი — ერთი და იგივეა. საქმე მხოლოდ ერთ კომპონენტშია, რომელსაც ყავისფერი შაქრის შემადგენლობაში ამატებენ. ეს ჭენჭოა (ინგ. molasses), – სწორედ ის იწვევს პროდუქტის მუქ ფერს.


მითი № 2. დიდი რაოდენობით შაქარი ბავშვს ჰიპერაქტიურს ხდის


ტკბილეული არ ხდის ბავშვს ჰიპერაქტიურს. შაქარი — კალორიები არის, ხოლო კალორიები — ენერგია. ამიტომ, როდესაც ბავშვები დიდი რაოდენობით ტკბილეულს მიირთმევენ, ენერგია მათგან პირდაპირ მოედინება. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ არ დავივიწყოთ — დიდი რაოდენობით შაქარი კბილებისთვის საზიანოა.


მითი № 3. შაქარი შეჩვევას იწვევს


2009 წელს ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროს, ლაბორატორიაში თაგვებს, , რამდენიმე დღის მანძილზე, დიდი რაოდენობით შაქარს აჭმევდნენ. ასეთი "დიეტის" შემდეგ, მათ უკვე აღარ შეეძლოთ არსებობა შაქრის გარეშე. თუმცა, იგივე ექსპერიმენტის, ადამიანებზე გამეორების შემდეგ, მსგავსი ეფექტი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, არავინ დაიწყებს შაქრის ჭამას, სხვა საკვების მიღების გარეშე.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დაივიწყეთ იმპლანტანტი და პროთეზი – იაპონიაში წამალი შექმნეს, რომელსაც კბილის ამოყვანა შეუძლია

* უცხოპლანეტელების დედამიწაზე გამოჩენის ყველაზე გახმაურებული ფაქტები

* საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
246
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0