საქართველო
"მისი ეს ნათქვამი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.” - რას იხსენებს გია ხუხაშვილი
6 თებერვალი, 10:27

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და არსებულ ვითარებას 1990 წელს ვილნიუსის კონფერენციაზე მყოფი მაშინდელი ცნობილი დისიდენტის – სერგეი გრიგორიანცის ერთგვარ წინასწარმეტყველურ ნათქვამს უკავშირებს:
"როდესაც ხელისუფლება შეზღუდვებს ამართლებს იმით, რომ ასე “იბრუნებს ქვეყანას”, აქ “ქვეყნის დაბრუნებაში”-ში იგულისხმება საბჭოთა კავშირში, ანუ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება, რადგან მათ ყველა ქმედებას, საკანონმდებლო, თუ ადმინისტრაციულ ცვლილებას უპირობოდ ამ მიმართულებით მივყავართ.
1990 წელს ვილნიუსში კონფერენციაზე ერთმა მაშინდელმა ცნობილმა დისიდენტმა – სერგეი გრიგორიანცმა მითხრა, რომ ახლა იწყება საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაციის პროცესი, რომლის შედეგადაც ბევრად უფრო საზარელ ურჩხულს მივიღებთ, ვიდრე დღეს არისო.
მისი ეს ნათქვამი დიდწილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
ერთი კითხვა დარჩა – საქართველო ამ დიდი ბოროტების ნაწილი გახდება, თუ მოვახერხებთ მის გამოგლეჯვას შიდა თუ გარე მტრების ხელიდან?"- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.