x
მეტი
  • 06.02.2025
  • სტატია:140004
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513034
დაივიწყეთ იმპლანტანტი და პროთეზი – იაპონიაში წამალი შექმნეს, რომელსაც კბილის ამოყვანა შეუძლია

ადამიანების უმეტესობას, შეზღუდული რაოდენობის – 32 კბილი აქვს და პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 1%, ამ რაოდენობაზე მეტი (ჰიპერდონტია), ან ნაკლები (აგენეზისი) კბილი აქვს. ამ უკანასკნელის მიზეზი, კბილების ზრდის ნაადრევი შეწყვეტა არის. ამ შემთხვევაში, ადამიანს, შეიძლება, 5–6 კბილით ნაკლები ჰქონდეს. მაგრამ, არსებობს კიდევ უფრო მძიმე პათოლოგია, რომელიც ანოდონტიის სახელით არის ცნობილი და ის კბილების სრულ არარსებობას ნიშნავს. თუმცა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კბილების ნაწილობრივი, ან სრული არარსებობა, სასიკვდილო განაჩენი არ არის, რადგან კბილების ამოყვანა შეიძლება...


image


კბილების ზრდაზე რამდენიმე გენია პასუხისმგებელი. მაგრამ, გადამწყვეტ როლს USAG-1 ცილა ასრულებს, რომელიც ძვლის მორფოგენეტიკური ცილოვანი (BMP) ფაქტორების და სასიგნალო მოლეკულების (Wnt) გააქტიურებას აფერხებს, რომლებიც ძვლებისა და კბილების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ექსპერიმენტების დროს აღმოჩნდა, რომ USAG-1 ცილის დათრგუნვა, ახალი კბილების ზრდას იწვევს. უფრო მეტიც, კიოტოს უნივერსიტეტის (იაპონია) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ USAG-1 წინააღმდეგ მიმართულ ანტისხეულებს, მხოლოდ იმ კბილების ამოყვანა კი არ შეუძლია, რომელმაც ზრდა შეწყვიტა, არამედ, მისი საშუალებით, შესაძლებელია მესამე წყვილი კბილების ამოყვანაც.


image


როგორც ცნობილია, ყველას 2 წყვილი კბილები გვაქვს – სარძევე და ფესვიანი. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა მესამე წყვილიც აღმოაჩინეს, რომელიც «მიძინებული ემბრიონების» მდგომარეობაშია.
ამ დროისთვის, მკვლევარებმა რამდენიმე წარმატებული ტესტი, თაგვებზე და ბორცვებზე, უკვე ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ანტისხეულები რომლებიც USAG-1 ცილის Wnt მოლეკულასთან ურთიერთქმედებას ბლოკავს, უარყოფითად მოქმედებს ცხოველების რეპროდუქციულ ორგანოებზე. ხოლო, USAG-1 და BMP ურთიერთქმედების შემცირება, პირიქით – მესამე წყვილი კბილების ამოსვლას უწყობს ხელს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანებზე პრეპარატის კლინიკური გამოცდა, უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 2025 აგვისტომდე გაგრძელდება... და თუ ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, – წამალი ეფექტური და უსაფრთხო გამოდგა, ის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 2030 წელს გახდება.

ასე, რომ, ადამიანები, რომლებმაც კბილები ტრავმის, ან კარიესის გამო დაკარგეს, ახალი კბილების მიღებას, იმპლანტანტების გარეშე შეძლებენ.


imageარხის სხვა სიახლეები:


* უცნაური და საინტერესო ფაქტები წარსულიდან

* ახალი ცივილიზაცია, ყოველთვის ძველის ნანგრევებზე იქმნება... ჩვენ რა გველის და როგორ ავიცილოთ თავიდან გლობალური კატასტროფა?

* რა ხიბლავს მამაკაცს ყველაზე მეტად ქალის გარეგნობაში?

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
350
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0