საზოგადოება
"რა დროს მარშებია, მეგობრებო..." - რა ინიციატივით გამოდის ნანუკა ჟორჟოლიანი
დღეს, 16:27
ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი 9 თებერვალს დაგეგმილ სერიალ "შუა ქალაქის" ფანების მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას უფრო ეფექტური აქციების მოწყობისკენ მოუწოდებს:
"შუა ქალაქის მარში მართლა იმართება? რა დროს მარშებია, მეგობრებო. დავიწყოთ ეფექტური აქციების დაგეგმვა. მარშები კარგი იყო ახალი წლის დღეებში და ეგ უკვე წარსულია. ახალი, ეფექტური აქციები!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს, 20:00 საათზე, სერიალ "შუა ქალაქის" ფანების მარში გაიმართება.