x
მეტი
  • 06.02.2025
  • სტატია:139987
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513026
"არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან" - მანანა აბრამიშვილის შვილი ნანკა კალატოზიშვილსა და ეკა დემეტრაძეს პასუხობს
image

.

"ზო­გის­თვის ჩემი სა­ხე­ლი მხო­ლოდ ია­რა­ღია, რო­მელ­საც დე­და­ჩე­მის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებს“, - წერს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის, მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლის შვი­ლი, ამა­ვე თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი თეკ­ლა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

.


ამ­ბა­ვი გუ­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ამ­ბობ­და, რომ არ იწო­ნებ­და კო­ლე­გე­ბის პრო­ტეს­ტის ფორ­მას, რო­მე­ლიც ორი დღის წინ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე შედ­გა.

.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სპექ­ტაკლ “მი­ჯაჭ­ვუ­ლი პრო­მე­თეს” დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბე­ბი, თამ­თა ინაშ­ვი­ლი, ანა ამი­ლახ­ვა­რი და ნა­ტა­ლია ყუ­ლოშ­ვი­ლი, სცე­ნა­ზე მა­ი­სუ­რე­ბით გა­მოჩ­ნდნენ, რო­მელ­ზეც ეწე­რა: "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან­დროს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მზი­ას, თა­ვი­სუფ­ლე­ბა სინ­დი­სის პა­ტიმ­რებს..."

.

მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლის მი­მარ­თვას ასე­ვე ვი­დეო ჩა­ნა­წე­რით უპა­სუ­ხეს კო­ლე­გებ­მა - ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა და ეკა დე­მეტ­რა­ძემ აბ­რა­მიშ­ვილს შე­ახ­სე­ნეს, რომ მისი შვი­ლიც აქ­ცი­ებ­ზე იდგა.

"ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხარ, მა­ნა­ნი­კო, შენი შვი­ლი აქ­ცი­ებ­ზე დგას, გა­ვი­გე შენი პა­სუ­ხი, რომ მე მას ამ თე­მა­ზე არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბიო. იცი, რა­ტომ არ ხარ მარ­თა­ლი? შენ ირ­ჩევ ხა­რე­ბას და არა შენს შვილს, ეს სხვა­ო­ბაა ჩვენს შო­რის, რო­მე­ლიც არ­ბევს შენს შვილს, გა­ზით გუ­დავს. რა ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი?! ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, რომ "ნა­ცებს" გვე­ძა­ხი“, - ამ­ბობ­და ნან­კა ვი­დეო მი­მარ­თვა­ში.

.

  • სწო­რედ ამ თე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლის შვი­ლი. თეკ­ლა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ დე­დის პო­ზი­ცია და­იც­ვა. მისი თქმით, მარ­თა­ლია, აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ო­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ ეს არ იყო ის ბრძო­ლა, სა­დაც სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვა
  • .

თეკ­ლა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე:

"მე ვარ მსა­ხი­ო­ბი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სა­ხე­ლი, ჩემი არ­ჩე­ვა­ნი. მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ზო­გის­თვის ჩემი სა­ხე­ლი მხო­ლოდ ია­რა­ღია, რო­მელ­საც დე­და­ჩე­მის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებს. დედა - ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი მომ­ცა - ხდე­ბა სა­მიზ­ნე მათ­თვის, ვინც ცდი­ლობს, ჩე­მით მა­ნი­პუ­ლა­ცია მო­ახ­დი­ნოს, მას­ზე. მაგ­რამ ჩემი სა­ხე­ლი მხო­ლოდ მე მე­კუთ­ვნის და მას ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად.

ბოლო დრო­ის მოვ­ლე­ნებ­ში მეც ვი­დე­ქი რამ­დენ­ჯერ­მე იმ ქუ­ჩებ­ში, სა­დაც დღეს უამ­რა­ვი ხმა ის­მის. ვი­დე­ქი, რად­გან მინ­დო­და სა­კუ­თა­რი თვა­ლით მე­ნა­ხა, გა­მე­გო, მეგ­რძნო. მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდი - ეს არ იყო ჩემი ად­გი­ლი. ეს არ იყო ის ბრძო­ლა, რო­მელ­შიც ჩემი თავი ვი­პო­ვე. მე მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო, ად­გი­ლი, სა­დაც და­ვი­ბა­დე, რო­მელ­მაც შე­მი­ფა­რა და რო­მე­ლიც უძ­ვირ­ფა­სე­სია ჩემ­თვის.

.

რო­გორც კი ვი­ფიქ­რებ, რომ მას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, მა­შინ­ვე ჩა­ვერ­თვე­ბი ბრძო­ლა­ში, მაგ­რამ ჩემი თვა­ლით ნა­ნახ­მა, და­მარ­წმუ­ნა რომ ეს ის ბრძო­ლა არ იყო, სა­დაც ხმა­ლა­მო­ღე­ბულს მინ­დო­და მე­ო­მა. ეს ჩემი სამ­შობ­ლოს გა­დარ­ჩე­ნის ბრძო­ლა არ იყო. დე­და­ჩე­მი თა­ვი­დან­ვე წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ამა­ზე ხში­რად გვი­კა­მა­თია. მაგ­რამ რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ერთი რამ ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი - დე­და­ჩე­მი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია, და რო­გო­რიც არ უნდა იყოს ჩვე­ნი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, ეს არას­დროს შეც­ვლის ჩემს სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას მის მი­მართ.

.

ჩვენ არ ვართ ერთი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ არც მტრე­ბი ვართ. დე­და­ჩე­მი პა­ტივს სცემს ჩემს აზრს, და მე - მი­სას. არ მჭირ­დე­ბა არა­ვის დაც­ვა დე­და­ჩე­მის­გან და არც არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, ჩე­მით დე­და­ჩემს ებ­რძო­ლოს. ის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია, რაც ცხოვ­რე­ბამ მა­ჩუ­ქა და არა­ვის არას­დროს არ მივ­ცემ უფ­ლე­ბას მას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს და მით უმე­ტეს ეს ჩემი სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

მე ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ჩემი ცხოვ­რე­ბა და ამას ვე­რა­ვინ შეც­ვლის".

.

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, პრო­ტეს­ტის სხვა­დას­ხვა მხა­რეს მდგომ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა.

  • გუ­შინ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკლ “მი­ჯაჭ­ვუ­ლი პრო­მე­თეს” დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბე­ბი, თამ­თა ინაშ­ვი­ლი, ანა ამი­ლახ­ვა­რი და ნა­ტა­ლია ყუ­ლოშ­ვი­ლი, სცე­ნა­ზე მა­ი­სუ­რე­ბით გა­მოჩ­ნდნენ, სა­დაც ეწე­რათ: "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან­დროს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მზი­ას, თა­ვი­სუფ­ლე­ბა სინ­დი­სის პა­ტიმ­რებს..."
პრო­ტეს­ტის ფორ­მა გო­გო­ნებს უამ­რავ­მა კო­ლე­გამ მო­უ­წო­ნა, თუმ­ცა მათ შო­რის იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც არ და­ე­თან­ხმნენ. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვილ­მა სცე­ნა­ზე ამ­გვა­რი პრო­ტეს­ტის ფორ­მა დაგ­მო.

.

"არას­წო­რი იყო, რაც იკად­რეს ჩვენ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა, თე­ატ­რში არ გაქვს იმის უფ­ლე­ბა აკე­თო, რაც მო­გე­სურ­ვე­ბა, არ გაქვს უფ­ლე­ბა ისა­უბ­რო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სა­ხე­ლით. ქუჩა არის ად­გი­ლი, სა­დაც შე­გიძ­ლია გა­მო­ხა­ტო შენი პო­ზი­ცია, ხოლო თე­ატ­რში პა­ტი­ვი უნდა სცე კო­ლე­გებს და მა­ყუ­რე­ბელს. ტრა­გე­დია არ იყო გუ­შინ რაც იკად­რეთ, არა­ვის არა­ვი­სი და­ჭე­რა არ უხა­რია, მაგ­რამ შენ ამის­თვის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნო.

ის მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან პრო­ტეს­ტში ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი არი­ან, ყვე­ლას პა­ტი­ვის­ცე­მა, მაგ­რამ ყვე­ლა ეს მსა­ხი­ო­ბი, რო­დე­საც მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო პრე­ზი­დენ­ტი, იყ­ვნენ მისი მომ­ხრე­ე­ბი. ერ­თა­დერ­თი ვინც რე­ჟიმს ებ­რძო­და, იყო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი", – აღ­ნიშ­ნა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვილ­მა.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0