x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ქოცების ახალი იმედგაცრუების დრო დადგა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით გახარებულ "ქართული ოცნების" წარმომადგენელებსა და მათ მხადარდამჭერებს მიმართავს:


"ქოცების ახალი იმედგაცრუების დრო დადგა.



1. USAID არ იხურება, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადადის და ამ ეტაპზე მარკო რუბიო უხელმძღვანელებს (ოღონდ რომც საერთოდ დახურულიყო ქოცებს რა უხარიათ და რა აზეიმებთ არ ვიცი ) გადაიხედება ყველა დახმარება. რაც საჭიროა ის დარჩება, რაც არა გაუქმდება. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იმ ტიპის მრავალმილიონიანი დახმარებები, რომლებსაც წლების მანძილზე წურბელებად ესხდნენ ქოცი ჩინოვნიკები და მათი გონგოები არ გაგრძელდება.


2. ტრამპი უკრაინას რუსეთს არ ჩააბარებს. სამხედრო დახმარებაც გაგრძელდება და პარალელურად პუტინის კისრის მოგრეხვაც უფრო ეფექტურად შეიძლება გააკეთოს ტრამპმა, ვიდრე წინა ადმინისტრაცია აკეთებდა.



3. პანამაზე რომ ჟრიამულობდით, ნახეთ ტრამპმა რა მაგრად დაუჭოჭაო, გაირკვა, რომ პანამამ ტრამპის მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა: პანამა და ამერიკა დარჩებიან ძმაკაცებად, ოღონდ პანამა ჩინელებს გაა@მევინებს არხის მიმდებარე პორტებიდან. აბა ახლა ქართულ რეალობაზე გადმოთარგმნეთ და რას მიიღებთ თუ მიხვდებით))


საითაც გაიქეცით იქით წაიქეცით თქვე უბედურებო და ამ საერთაშორისო “ანალიტიკას“ მაინც მოეშვით, არ არის თქვენი “კანიოკი“, ვერ ხვდებით?


ან ამ გაუბედურებულ მომხრეებს რომ იმ სისულელეებით უტენით ტვინს, რაც სულ მალე გაირკვევა რომ ტყუილია, არ გიტყდებათ? ააა, ხოო, გამახსენდა. მაგათ ხომ სრულ დებილებად თვლით."- წერს ნინო ჯანგირაშვილი.


დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში შევა და მისი ადმინისტრატორის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეასრულებს.


ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, USAID-ის პერსონალი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა სააგენტო კვლავ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად დარჩება.


ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა USAID-ს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.



CBS News-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის რამდენიმე მრჩეველი სააგენტოს სრულიად დახურვის იდეას არ დაეთანხმა.



0
129
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
129