x
მეტი
  • 03.02.2025
  • სტატია:137897
  • ვიდეო:351930
  • სურათი:512954
„მაგისტრალის გადაკეტვას მეტი ხალხი სჭირდება, სპონტანურად ჩატარება არ შეიძლება“ - ელისო კილაძე
image

.

ჟურნალისტი, მედია ჰოლდინგ ქრონიკა+ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძემიიჩნევს, რომ მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას გაცილებით მეტი ადამიანის მობილიზება და დიდი საორგანიზაციო მუშაობა ჭირდება, ვიდრე გუშინ თბილისი მოლთან დაფიქსირდა. მისი თქმით, საზოგადოებას გაცილებით მეტი ორგანიზებულობა უნდა ენახა, როცა მასში ოპოზიციური წამყვანი პარტიებიც მონაწილეობდნენ.

.


გთავაზობთ ელისო კილაძის ფეისბუქ სტატუსებს:

.

ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას სჭირდება ბევრად მეტი ხალხი და უკეთესი ორგანიზებულობა.
..
მით უფრო, როცა პარტიების ლიდერები მიდიან აქციაზე!
.
მსგავსი აქციის სპონტანურად ჩატარება არ შეიძლება. შეშინებული არ მინახავს არავინ და ორგანიზებულობა აკლდა კი! შეკრება, ადგილი და დრო წინა რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდა.
.
დავწერე და ვიმეორებ:
მაგისტრალის გადაკეტვა მარტივი გადაწყვეტილება არაა და კარგად ორგანიზებას საჭიროებს.
ასევე გასარკვევია, რა არის კონკრეტული მოთხოვნა და იქნება თუ არა ამჯერად, მოთხოვნა გადადექი
.
ყველაზე ამაზრზენი კადრი იყო გუშინ:
მოდიოდა კოლონა და პოლიციელები აგინებდნენ აქციის მონაწილეებს, ელენე ხოშტარიას ახსენებდნენ რუსულ რუბლებს, მერე ვიღაცამ დაიძახა აქედან-ელენე რომ ხელისუფლებაში მოვა, მერე სად მიდიხართო!
ზიზღის და დაპირისპირების უკიდურესად საშიშ ფაზაში ვართ!
.
ხოშტარიას შს მინისტრობაღა აკლია ამ ქვეყანას
.
არავინ არ იცის ვის რა რეაქცია ექნება დაკავების მომენტში!
მე დათოს დაჭერის დროს ცრემლი არ გადმომვარდნია, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ არ განვიცდიდი!
ემოციებზე და ჩაცმულობაზე ღადავი არ მოსულა, ბუმერანგია ცხოვრება-თქვენთანაც მოვლენ!
.
პირველი თებერვლიდან თუ დიპლომატიური პასპორტები გაუქმდა, ალუდა ღუდუშაური როგორ აღმოჩნდა მილანის აეროპორტში?!
ცოტა ვერ დავეწიე მოვლენებს -- წერს ელისო კილაძე.
.
0
179
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0