x
image
ნანია
"საღოლ ნანუკ" ქართული პარადოქსი - ჩვენს ქვეყანაში ნანუკა ჟოჟოლანის პირადი ცხოვრება უფრო ადარდებთ, ვიდრე -სიკვდილი
საოცარი ხალხი ვართ პირდაპირ ეს ქართველები. ჯერ ვიქექებით, ვიქექებით სხვის პირად ცხოვრებაში და მერე ერთმანეთს ვლანძღავთ რა შენი საქმეაო.

imageდავიღალე პოლიტიკით, ჭორებით და გადავწყვიტე უფრო სერიოზული და აქტუალური თემა მომემზდებინა, რომელიც წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო ყველა გემოვნების მკითხველისათვის. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, სტატია "ბოლო ჟამის" მოახლოვებასთან, 2012 თან დაკავშირებით გავაკეთე.

პარადოქსია რომ საქართველოში ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ცხოვრება უფრო აქტუალურია ვიდრე კაცობრიობის სიკვდილ - სიცოცხლის საკითხი.

სტატიამ მთელი დღის განმავლობში 21 ნახვა და 4 ლაიკი ძლივს მოაგროვა, არა და ამ სტატიას მთელი სერიოზულობით მივუდექი და მართლა ძალიან დიდი შრომა ჩავდე მის მომზადებაში.image


ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მხოლოდ მე არ ვდგევარ ამ პრობლემის წინაშე და ასე ხდება ინტერმედიას ბლოგერების უმრავლესობასთან. სტატია, სადაც არავინ არავის ცემს, არავინ არავის კლავს, არავინ არავის ლანძღავს და არავინ არავის შორდება თურმე სულაც არ აინტერესებს ჩვენს მკითხველს. ხოდა ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, თქვენ სამსახურში მყოფნი ვცდილობთ მოვიძიოთ და მოვამზადოთ თქვენთვის საინტერესო სტატიები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ყურადღება მინდა გავამახვილო სტატიაში, არის "Like" რატომღაც ყველას ეზარება მოწონწბის ღილაკზე ხელის დაჭერა, აღარ გავკადნიწერდები და "share" აღარ ვახსენებ.

ეს რა გამოდის? არ გვიხარია ერთმანეთის წარმატება?

ამას ჩვენი თუ არა, საკუთარი თავისთვის მაინც გააკეთეთ.

"მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება."

10
695
8-ს მოსწონს
ავტორი:ნანია
ნანია
695
  
2012, 27 ოქტომბერი, 14:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 26 ოქტომბერი, 22:50
ერთი სიტყვიტ ნინი სადარდებელს არ გვილევს
2012, 26 ოქტომბერი, 22:46
ბატონო გედი არ გეტანხმები საკუთარი გამოცდილებიდანგეტყვი რომ ხშირად იზულებული ხარ ის წერო რაც ბრბოს აინტერესებს,და არა ის რაც მართლა კარგი და გემოვნებიანია
2012, 26 ოქტომბერი, 22:34
ორი კვირა კი არა ჯერ თხოვდებაო ,მერე გათხოვდაო მერე ქორწილი ქონდაო კიდე კაი ბაVშვი 9 თვეში ჩნდება:D:D:D
2012, 26 ოქტომბერი, 22:29
რახან ეგ გათხოვდა და დაისვენეს ამდენმა მთხოვნელმა მეოცნებემ ავიტანთ ერთ-ორი კვირა როგორმე :D
2012, 26 ოქტომბერი, 22:25
ნანუკას რა უჭირს ნინის გათხოვებაა მთავარი ინტერმედიელებისთვის:D თან ერთი და იგივე რომ წერს ყოველდღე ნინის ქორწილზე და მაინც რომ სულ მთავარზე დებენ ადმინები, გავიგეთ რომ გათხოვდა ნანუკაზეც გავიგეთ რომ იმედზე აღარ არის:D:D:დ ვიცით ვიცით ვიცით ახალი თქვან ეხლა რამე.
2012, 26 ოქტომბერი, 22:06
ბრბოს რასაც მიაჩვევ იმას ცაიკითხავს.
2012, 26 ოქტომბერი, 22:04
ალბათ იმიტომ რომ უკვე ყველა ხვდება რომ "გადავრჩით" . ეს სტატია მომეწონა. აუცილებლად წავიკითხავ "იმასაც".
2012, 26 ოქტომბერი, 21:28
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ხო?ერტ ჩემ სტატიას ათას რაღაცა აქ ნახვა და 10 ლაიქიც ვერ მოაგროვა:))))))))))\
არ დაგწყდეს გული შენც ის დაწერე რას "საღდება"
2012, 26 ოქტომბერი, 21:26
+1
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10