x
მეტი
  • 03.02.2025
  • სტატია:137894
  • ვიდეო:351930
  • სურათი:512954
„იმედიდან“ წასულებზე მეცინება, ყველაზე მეტი ხელფასი ჰქონდათ და დღეს შეშფოთდნენ?“ - ნინო ნადირაძე
image

.

კლინიკა ვივამედის გენერალური დირექტორი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე–კუზანოვა ტელეიმედიდან წასული ცნობადი სახეების შესახებ საუბრობს. ის გვარებს არ აკონკრეტებს, თუმცა სავარაუდოდ გულისხმობს კახა კინწურაშვილს, რუსკა მაყაშვილსა და ნინი ბადურაშვილს. ამის შესახებ მან ერთერთ ტელეგადაცემაში ისაუბრა.

.


“იცით რაზე მეცინება ყველაზე მეტად? ვინც „იმედიდან“ წავიდნენ, რატომღაც ყველაზე მეტი პროექტი მათ ჰქონდათ, ყველაზე მეტ გადაცემაში მონაწილეობდნენ, ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდათ და გული მწყდება რომ რატომღაც დღეს შეშფოთდნენ ამ ყველაფერზე? მანამდეც ხომ დაფიქსირდა რამოდენიმე წასვლა ტელევიზიიდან. ნებისმიერი რყევის დროს ისინი ფიქრობენ ვაიმე სად გადახტნენ, რომ რაიმე სხვა სამსახურს არ გამოაკლდნენ და უხელფასოდ არ დარჩნენ.

.

არასოდეს ასე არ მიფიქრია, ყოველთვის ვარ იქ, სადაც ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო. თუ მე ვიღაცის შეხედულებებსა და მრწამსს არ ვეთანხმები, ვიღაცის პოლიტიკა თუ არ მომწონს იქიდან ხელფასს 1 ლარსაც არ ავიღებ. იმაზე საუბარი რომ „აი აქამდე მიჭირდა ხელფასს ვიღებდი და ჩუმად ვიყავი და დღეს აღარ მინდა, აღარ მომწონს, დავტოვებ ტელევიზიას“. ახლა შეაფასეთ, რომელია ჩვენს შორის უფრო ცუდი, რომელიც ეთანხმება არხის პოლიტიკას, შეიძლება ცუდს, მაგრამ მაინც იზიარებს სუფთა გულით, აქედან აღებულ ხელფასს დამსახურებულად ვიღებ და ვირგებ. თუ იქით მხარე, რომელიც არ მეთანხმები, გძულვარ და მებრძვი, ხელფასი მაინც გინდა. ახლა ვინაა კარტოფილსა და ხახვზე გაყიდული???... მე თუ ასეთები, ვინც ძალიან ტკბილად იყო ჩამჯდარი და იმედის ყველა ფული ჯიბეში ჩაიდო, ხელფასით კარგად ისარგებლა ტკბილად და ბედნიერად, მერე გაახსენდა რომ უნდა წასულიყო არხიდან?

.

ამიტომ იქამდე ვიდრე სხვას გაყიდულს და მონას დაუძახებენ, კარგად დაფიქრდნენ. მონა ისაა, ვისაც რაიმეს გაკეთება არ უნდა და ფულის და ხელფასის გამო აკეთებს, მაგრამ ამას არ ეთანხმება. მე მაგალითად რაც არ მინდა იმას ფულისა და ხელფასის გამო არასოდეს არ გავაკეთებ და ასე იყო მთელი ცხოვრება. ნამდვილად მომწონს რასაც ახლა ვაკეთებ და ამაში ვიღებ ხელფასს. ახლაც ვეთანხმები და ვაკეთებ. მაგრამ თქვენ თან აკეთებთ და თან არ ეთანხმებით. --- აღნიშნავს ნინო ნადირაძე.


0
711
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
711
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0