x
მეტი
  • 09.02.2025
  • სტატია:140072
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513110
გოგონა პორ@ოფილმის გადაღების დროს გარდაიცვალა
imageბრაზილიელი პორნოვარსკვლავი სასტუმროს აივნიდან იმ დროს გადმოვარდა, როდესაც ზრდასრულთა ფილმის გადაღება მიმდინარეობდა. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.


OnlyFans-ის 23 წლის მოდელი ანა ბეატრის პერეირა ალვესი, რომელიც თაყვანისმცემლებისთვის ანა პოლის სახელით იყო ცნობილი, რიო-დე-ჟანეიროს შტატში, ნოვა იგუაჩუს მუნიციპალიტეტში, სასტუმროს აივნის ქვეშ დაგდებული იპოვეს. ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა, ამიტომ გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

image

მალევე გაირკვა, რომ იგი მორიგი ვიდეოს გადაღების დროს სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა, რომელშიც ასევე ორი მამაკაცი მონაწილეობდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ალვეშის პარტნიორებმა მომხდარის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს, მაგრამ საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.



გამომძიებლები ამჟამად ათვალიერებენ სასტუმროს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ კადრებს. ნივთმტკიცების სახით ალვესის მობილური ტელეფონსაც სწავლობენ. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება შეიძლება გართულდეს. მომხდარი შეიძლება იყოს ან უბედური შემთხვევა ან დანაშაული.

image

ალვესის ბოიფრენდმა დაადასტურა, რომ იგი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა, თუმცა შემთხვევის სხვა დეტალები გამომძიებლები ჯერ არ ასახელებენ.გაკვეთის შედეგები არ გამოქვეყნებულა და გაურკვეველია, იყო თუ არა გოგონა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ან ხომ არ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

0
274
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0