საქართველო სალომე ზურაბიშვილი - რეპრესიების ახალი ტალღა - „ტიტუშკების“ ხროვამ კვლავ გამოიყენა არაპროპორციული ძალა დღეს, 11:17 ტერორი საქართველოში: რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, რეპრესიების მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება. „ტიტუშკების“ ხროვამ კვლავ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, თავებსა და სახეებში ცემა, დაპატიმრებები, მაგრამ პროტესტი გრძელდება“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 5 შეფასება არ არის
|