საზოგადოება „როცა ერთი ადგილი არ გაქვს და გრანტების იმედად ხარ, არ გამოვა შენგან მეომარი“ - მოროშკინა დღეს, 10:47
.
პოლიტოლოგიდა ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გუშინდელ საპროტესტო აქციას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პროტესტანტებს არაფრის თავი არ აქვთ და მათი წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ გრანტებზე არიან დამოკიდებულნი. ის მიიჩნევს, რომ ახლა დაკავებულები კომფორტულად არიან, ამიტომ საჭIრო იყო მიშას დროინდელი ციხეები არ დაენგრიათ, რათა ყველას ახსოვდეს ის პირობები, რაშიც სააკაშვილის რეჟიმი გვაცხოვრებდა და რისკენაც აქციის მონაწილეები გვექაჩებიან.
.
"მოდულში " მძიმე რკინის კარი რომ მომიხურეს, კი მკითხეს გულის საშუალება ხომ არ დაგჭირდებათო?
-რატომ უნდა დამჭირდეს?
როცა მართალი ხარ,
გული რეჩხს არ გიზამს!
აქეთ ყლაპეთ თქო....
როცა ერთი ადგილი არ გაქვს ბრძოლისათვის და მხოლოდ გრანტების იმედად ხარ,
არ გამოვა შენგან მეომარი!
.
P.S არ უნდა დაგვეხურა სააკაშვილის რეჟიმის ციხეები, ახლა რომ არიან კომფორტულ სათბურებში და კიდე კაკანებენ!!!!
.
ხო, მართლა,
სად იყვნენ უფლებადამცველები და ელჩები
მე რომ მოდულის დილეგში ვშიმშილიბდი!
არ წაიღეს ტვინი!
.
არ გვინდა წარსულის გახსენებაო და ყველა დავხურეთ მაშინ.კიდევ კარგი ფოტოების გადაღება მოვასწარი, თორენ ამასაც გააყალბებდნენ, არ იყო ასეთიო!
. * * * საოცარია აღქმების ამარა დარჩენილი ცხვრის ფარის დეკადანსი...
როგორ ენგრევათ იდეალები, როგორ შიშვლდება ილუზორული სამყარო.
სექსუალური, ვერბალურ ზენში აყვანილი ქალი-
ფლაშტო,
მუხლებზე გამოწელილი ფუფაიკის შარვლიანი ჰიგიენასთან მწყრალად მყოფი დედაკაცია,
მაჩო, ტატუ,
პირსინგ, "ხვოსტიკიანი" მამაკაცები-
მტირალა,
ზლუქუნა დედის და ბებიის კალთას ამოფარებული ბიჭუნები,
ეგო გაზრდილები-
ეგო დამოკლებულები,
გარეთ მორბენალები-
შინიდან გაგდებულები.
მხოლოდ ერთია მარადიული!
უნიტაზის პოეტი-
უნიტაზის პოეტად რჩება, იმ გამონაკლისით, რომ ყროლი მეტია!
დღეს ბოლო კარი ეხურებათ,
აღქმებში ჩაკარგულებს, სამაგიეროდ სხვა კარი ფართოდ იღება- მრავალწლიანი პატიმრობის ახალი პროექცია.
ეგეც არაა პრობლემა, ევროებით გამწვანებულ ლაბირინთში მობოდიალე ელემენტების რეალობაში დასაბრუნებლად მძაფრი ემოციაა საჭირო.
გაუჭირდებათ ფსიქოლოგებს,
ექიმებს,
ქოუჩებს,
მერე კი ყველაფერი
დალაგდება და ყველაფერს თავისი სახელი დაუბრუნდება:
ფლაშტო ფლაშტოა,
ვაკე-ვაკეა,
კაცი-კაცია,
ქალი ქალია,
ნაცი-ნაცია და არაკაცია.
დანარჩენი ლირიკაა...
.
108 1-ს მოსწონს
|