საზოგადოება "ქოცებო, მინდა აგიხსნათ, ამიტომ მოგიყვებით:"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი დღეს, 10:08
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და მათ ამომრჩევლებს საჯაროდ მიმართავს:
"ქოცებო, მინდა აგიხსნათ, ვინ უნდა იყოს თქვენი ბრაზის და სიძულვილის მთავარი ობიექტი. ჩემი სტატუსების ნახვების 50, 70 და ხან 90% არაფოლოვერებზე მოდის. ეჭვი მაქვს ეს თქვენ ხართ, შემოიპარებით ისე, რომ არც ალაიქებთ, არც აჰაჰავებთ, მაგრამ კითხულობთ, თან ათასობით. ამიტომ მოგიყვებით: თქვენი ბრაზის მთავარი ობიექტი ახლა ივანიშვილი უნდა იყოს, რომელმაც გაგწირათ ყველა. ვერ მოახერხა ისე ემართა, ისე შეენარჩუნებინა ძალაუფლება, თუნდაც არადემოკრატიულად, რის წინააღმდეგიც თქვენ იდეაში სულაც არ ხართ, რომ ყველა თქვენგანი, სათითაოდ არ გაესვარეთ და არ გაეხადეთ დანაშაულის თანამონაწილე. ახლაც “ჭეშმარიტების მომენტის“ წინაშე დაგაყენათ.
ისეთ ზღვარზე გადავიდა, ისეთი სასტიკი სახე შესძინა თავის რეჟიმს, ისეთი დარღვევების და რეპრესიების ხარჯზე უწევს და მოუწევს ძალაუფლების შენარჩუნება, რომ ქოცების მხარდაჭერა თქვენც დამნაშავეებად გაქცევთ პირდაპირ. თანამონაწილეობა კიარა, დუმილიც კი. უი, მე არ ვიცოდი, პეპლებზე ვიყავი გადართული და ყვავილებს ვრწყავდი, რავი, უბრალოდ მშვიდობა მინდოდა, აღარ გამოვა. ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ვეღარ ჩამოირეცხავთ იმ ლაქას, რაც ახლა შემოგეწუწებათ. კეთროვანები გახდებით ყველგან. ეს განსაკუთრებით პოლიციელებს ეხებათ, ვინც “რავი რა, ვმუშაობ, მე პატარა კაცი ვარ და ბრძანებას ვასრულებ“ პრინციპით ვეღარ იქნებით, უკვე დიდ შარში გაგხვიათ ივანიშვილმა. თქვენი ხელით დანაშაულს სჩადის.
ამიტომ ყველამ სათითაოდ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, გინდათ თუ არა ივანიშვილის დანაშაულის თანამონაწილეები იყოთ. სინამდვილეში არაფერს არ იმსახურებს თქვენგან, არც მხარდაჭერას და არც საფლავში ჩაყოლას. ერთი შეშლილი, ეგოისტი კაცია, საკუთარი ფულის მეტი არაფერი აინტერესებს და თქვენ კიდევ იმაზე უფრო მეტად ეზიზღებით, ვიდრე აქეთა ფლანგი, დამიჯერეთ. არ არის ეგ კაცი თქვენი კეთილდღეობის წყარო არა, თქვენი უმეტესობა იმ ბიუჯეტიდან იღებთ ხელფასს, რომელსაც ივანიშვილი კიარა, მე და თქვენ ვავსებთ. მოკლედ, ტვინები გაანძრიეთ და თავს ნუ დაიღუპავთ."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.
|