საზოგადოება
"სამაგიეროდ ვნახეთ ბიძინას რაზე გადაეკეტება" - რას წერს ვიკა ბუკია
3 თებერვალი, 9:57
!["სამაგიეროდ ვნახეთ ბიძინას რაზე
გადაეკეტება" - რას წერს ვიკა ბუკია image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/2025020309493186669.png)
ჟურნალისტი, ვიკა ბუკია ავტომაგისტრალზე დაგეგმილ გუშინდელ საპროტესტო აქციას პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"გზა ვერ გადაიკეტა, მაგრამ სამაგიეროდ ვნახეთ ბიძინას რაზე გადაეკეტება.
კაგდა მი ნა მაგესტრალე, ონ პროსტა ფსიხ."- ვკითხულობთ ვიკა ბუკიას პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის შემოსასვლელთან დაგეგმილი პროევროპული აქციის მსვლელობისას პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ავტომაგისტრალის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.
სამართალდამცავებმა ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გიგი უგულავა და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე.