x
მეტი
  • 09.02.2025
  • სტატია:140070
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513110
"ტვერკინგი", ცეკვის პროვოკაციული სახე, რომელიც სექსუალურ ხასიათსაც ატარებს

image
კარგა ხანია მსოფლიოში ფართო პოპულარობა მოიპოვა ცეკვამ, რომელიც ტრადიციული ცეკვისაგან მისი პროვოკაციული ფორმებით განსხვავდება და სექსუალურ სახესაც ატარებს. საუბარია "ტვერკინგზე", "ჰიპ-ჰოპ" ცეკვის სტილის განსხვავებულ ფორმაზე, რომელიც პროვოკაციული და სექსუალური ხასიათისაა, თუმცა პირდაპირ მისი შედარება ეროტიული ხასიათის ცეკვებთან არ შეიძლება. "ტვერკინგი", როგორც ცეკვის ახალი მანერა შემოვიდა გასული საუკუნის 90-იან წლებში ახალ ორლეანში.
სავარაუდოდ ცეკვის ეს მანერა მოდის აფრიკელი ერების ტრადიციული ცეკვებიდან. ცეკვის ეს მანერა მოდური და პოპულარული გახდა 2013 წლიდან, მისი პოპულარობა კი განაპირობა ცეკვის ამ მენერით შესრულებამ ცნობილი მომღერლის მაილი საირუსის მიერ.
სწორედ მაილი საირუსი იყო პირველი თეთრკანიანი ადამიანი, ვინც სოციალურ ქსელებში ატვირთა ვიდეო მის მიერ ცეკვის ამ მანერის შესრულებით.
მაილი საირუსის ვიდეოებმა ინტერესი გაუღვიძა საზოგადოების გგარკვეულ ნაწილს და ასე დაიწყო საცეკვაო მიმდინარეობის პოპულარობის ნიშნულის აწევა სწრაფი ტემპით.

ცეკვის ამ მანერის თავისებურება შემდგომში მდგომარეობს: ცეკვაში აქტიურადაა ჩართული თეძოები და დუნდულები, სხეულის სხვა ნაწილები პასიურია ამ ცეკვის შესრულებისას.
ცეკვის თავისებურების გამო, ის ერთბაშად არ გახდა მისაღები და მოწონებული, ძალიან ბევრმა ცნობილმა თუ უცნობმა ადამიანმა, მას მიუღებელი და სამარცხვინოც კი უწოდა, მაგრამ გავიდა დრო და ასობით ათასმა ადამიანმა დაიწყო ცეკვის ასეთი მანერის ინტენსიური შესწავლა, გამოჩნდნენ პროფესიონალი მოცეკვავეებიც, რომლებსაც კარგად ჰქონდათ შესწავლილი და ათვისებული ცეკვის ეს მანერა და სხვებსაც შეასწავლეს და დღემდე ასწავლიან ბუნებრივია არა უფასოდ ცეკვის ეს მანერა.
ცეკვის ამ მანერით ახალგაზრდები არიან დაინტერესებული, თუმცა საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებმაც აითვისეს ცეკვის ასეთი მანერა.
"ტვერკინგი" ფიტნეს-დარბაზებში ისწავლება და გამოიყენება, როგორც არა ცეკვა, არამედ ორგანიზმისათვის ტონუსის მიმცემი საშუალება.
"ტვერკინგი" იქცა სპორტულ ცეკვად, რომელიც კომპლექსებისაგან ათავისუფლებს სუსტი სქესის წარმომადგენლებს.


ანა მალაზონიას ტვერკი.



ანა და სალომე მალაზონიების ტვერკი.


+16

0
49
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
49