x
მეტი
  • 01.02.2025
  • სტატია:139778
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512934
"ციხეს გაიჩალიჩებენ"- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე

image


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ეროვნული ბანკის გამოყენება ძალიან ჰგავს თავის დროზე ხაზარაძის წინააღმდეგ ეროვნული ბანკის გამოყენებას.



ვიღაცები ციხეს გაიჩალიჩებენ. არა ერთი და ორი."-ვკითხულობთ რომან გოცირიძის პოსტში.


ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.


გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.


მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.


აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






0
91
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
91