საზოგადოება
"ხომ არ გაგიჟდით?! მაგრად ინანებთ"- ვის მიმართავს ინგა გრიგოლია
დღეს, 10:59
ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია დაკავებული კოლეგის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებული სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს ავრცელებს და მისი და ყველა სინდისის პატიმრის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს:
"თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტიკურ პატიმარს!!!!!!!
თავისუფლება!!
თავისუფლება!!
თავისუფლება!!
თავისუფლება!!
ამოიღეთ ხმა, ხალხო, ვინც ჯერ ისეც დუმხართ!!!
რამ დაგადუმათ?!
რამ გაგაქვავათ?!
ხომ არ გაგიჟდით?!
ყველას მოგადგებათ ოლიგარქის სასტიკი რეჟიმი!!!!!
მერე გაიხსენებთ, როცა მოგადგებათ და მაგრად გაგიტყდებათ, ახლა რომ დუმდით.
მაგრად ინანებთ მერე…
თავისუფლება მზიას და რეჟიმის ყველა ტყვეს!!!!!!"- ვკითხულობთ ინგა გრიგოლიას პოსტში.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო მე-20 დღეა საპატიმროში შიმშილობს. ჟურნალისტი „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააკავეს.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.