x
მეტი
  • 08.02.2025
  • სტატია:140045
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513101
15 საინტერესო ფაქტი ჩვენი ორგანიზმის შესახებ

1. ადამიანი ყველაზე მძიმედ მარტოობას, საღამოს 8-დან – 10 სთ-მდე შუალედში განიცდის.

2. ადამიანს შეუძლია იცოცხლოს მხოლოდ სხეულის გარკვეული ტემპერატურის ფარგლებში. ეს ტემპერატურა არ უნდა იყოს 32 გრადუსზე დაბალი და 43 გრადუსზე მაღალი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყურების ტემპერატურა, სხეულის ტემპერატურასთან შედარებით, ყოველთვის 1-2 გრადუსით ნაკლებია.

3. ის, თუ როგორ შეიგრძნობს ადამიანი გემოს, ბევრად არის კერძის ტემპერატურაზე დამოკიდებული. ყველაზე დეტალურად იმ კერძის გემო აღიქმება, რომლის ტემპერატურა 24 გრადუსია.

4. საშუალოდ, ყოველი ადამიანი, ცხოვრების მანძილზე, 35 ტონამდე საკვებს მიირთმევს.

5. ადამიანის ტვინი მაშინ უფრო აქტიურია, როდესაც სძინავს.image


6. სხეულის 12% გაუწყლოვნების შემთხვევაში, ადამიანი კვდება. თუ სითხის დანაკარგი 10% შეადგენს – ჰალუცინაციები ეწყება და გრძნობას კარგავს, ხოლო სითხის 6-8%-ს ნაკლებობა – ძლიერ თავბრუსხვევას იწვევს.

7. ალკოჰოლის მიღება, საღამოს 6-დან – 8 საათამდე, არის რეკომენდებული. ღვიძლი, დროის სწორედ ამ მონაკვეთში, ყველაზე ეფექტურად უმკლავდება სპირტულ სასმელებს.

8. ფრჩხილები და თმა უფრო ინტენსიურად 16-დან – 18 საათებს შორის შუალედში იზრდება.

9. ყველა ბეწვს, ადამიანის სხეულზე, საკუთარი სიცოცხლის ციკლი აქვს. სახეზე (წამწამები და წარბები) და იღლიებში ბეწვის სიცოცხლისუნარიანობა 4 თვეს არ აღემატება. ხოლო თავზე, მას 6 წლამდე შეუძლია «ცხოვრება».

10. ადამიანს 6 გრძნობის ორგანო აქვს:image


თვალები (მხედველობა);

ყურები (სმენა);

ენა (გემოვნება);

ცხვირი (ყნოსვა);

კანი (შეხება, შეგრძნება, ტემპერატურა);

ვესტიბულური აპარატი (წონასწორობის, აჩქარების და მასის შეგრძნება).

მათგან სმენის, ყნოსვის და გემოს მგრძნობიარობა, დღე-ღამის მანძილზე, 17-დან –19 სთ-მდე შუალედში უფრო გამძაფრებულია.

11. ყველაზე მტკიცე ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში – კბილის ემალია. ტერმინი «სარძევე კბილები» ჰიპოკრატეს ეკუთვნის, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბავშვის კბილების ჩამოყალიბება რძით ხდებოდა.

12. ადამიანის თვალი ფოტოკამერა რომ იყოს, მისი რეზოლუცია, დაახლოებით, 576 მეგაპიქსელი იქნებოდა.

13. ბავშვს, 6–7 თვის ასაკამდე, ერთდროულად სუნთქვა და ყლაპვა შეუძლია. უფრო დიდებს, ამის შესაძლებლობა არა აქვთ.

14. «ჭიანჭველები», რომლებიც სასიამოვნო სიმღერის მოსმენის დროს იწყებენ კანზე სირბილს, – ორგანიზმში დიდი რაოდენობით დოფამინის გამოყოფის შედეგია.

15. მარცხენა ხელის ნეკა თითზე ზემოქმედებით მნიშვნელოვნად შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. და ამ განცხადებას რეალური საფუძველი აქვს, რომლის შესახებ, ჯერ კიდევ მკურნალებმა იცოდნენ ძველ მსოფლიოში! გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* როგორ მოატყუა სტალინმა მოკავშირეები და გერმანელები ერთდროულად და გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა

* შუმერული კულტურა და სახელმწიფო კავკასიელებმა შექმნეს – ახალი აღმოჩენების კვალდაკვალ

* კადრში მოხვედრილი ქუჩის კატები – საინტერესო და სახალისო ფოტოები

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
116
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0