საქართველო
"მას შემდეგ რაც ხალხი ალმაცერად უყურებდა, წარწერა გაუკეთა ......"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი
31 იანვარი, 9:40

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საქართველოს სახელმწიფო გერბზე მხედრული ანბანით წარწერილი დევიზის - "ძალა ეთობაშია"-ს შეცვლას და მის ნაცვლად სხვა წარწერის გაკეთების ინიციატივით გამოდის:
"მიყვარს კრეატიული ხალხი. გერმანიაში ერთმა ტიპმა, მას შემდეგ რაც ხალხი ალმაცერად უყურებდა მის ტესლას, წარწერა გაუკეთა – “ეს მანქანა მანამდე ვიყიდე სანამ ილონ მასკი გამოსირდებოდა”-ო და ეს ტექსტი დააპატენტა.
ახლა დღეში 300-მდე შეკვეთა აქვს ამ ტექსტიან სტიკერებზე და 150 ევროდ ყიდის.
რაღაც მაგდაგვარი უნდა დავაწეროთ ჩვენ გერბს “ძალა ერთობაშია”-ს ნაცვლად. ოღონდ მასკი არაფერ შუაშია, გრიგოლიჩთან მიმართებაში."– ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.