საქართველო "წარბის შეუტოკავად იმ ადამიანებს აჯილდოვებთ, ვისაც სისასტიკე დამსახურებად ჩაეთვალათ" - სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 22:05 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შსს-ს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების დაჯილდოვებას, რომელიც დღეს გაიართა. ზურაბიშვილი ყაველაშვილს პრეზიდენტის სასახლის "დროებით მდგმურად" მოიხსენიებს და მის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი | ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი"კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან: როცა ამ თანამდებობის ფასად გაიძულებენ (არ მინდა ვიფიქრო ამას ნებით და შეგნებით აკეთებდეთ) პირველივე დღიდან რეპრესიულ კანონებს ხელი მოაწეროთ (პრევენციული დაკავება, შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდვა, საჯარო სამსახურის პოლიტიზირება, პოლიციაში დასაქმებისას პროფესიული კრიტერიუმების მოხსნა…), შემდეგ 600 ზე მეტ პატიმრის სხვისი ბრძანებით უშვებდეთ (ამას შეწყალება აღარ ჰქვია და ამნისტია პრეზიდენტის დისკრეცია არაა) და დღეს - ყველაზე სამარცხვინო - წარბის შეუტოკავად იმ ადამიანებს აჯილდოვებთ, ვინც თქვენს შვილების ტოლებს უსწორდებოდნენ და ვისაც სისასტიკე დამსახურებად ჩაეთვალათ" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ჯილდოწამებისა და ძალადობის სანაცვლოდფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, ორბელიანების სასახლეში ღირსების ორდენით დააჯილდოვა აქციის მონაწილეების წამებასა და ცემაში ძირითადი დამნაშავეები შსს-ს სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, ე.წ. ხარება; მისი მოადგილე მირზა კეზევაძე; საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე; ასევე შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური; ყველა მათგანი ამერიკისა და ევროპის მიერ დასანქცირებულია.
მიხეილ ყაველაშვილი და ზვიად ხარაზიშვილიმიხეილ ყაველაშვილი და მირზა კეზევაძემიხეილ ყაველაშვილი და ვახტანგ გომელაურიმიხეილ ყაველაშვილი და ვაჟა სირაძეფოტოები: მიხეილ ყაველაშვილი31 1-ს არ მოსწონს |