x
მეტი
  • 07.02.2025
  • სტატია:140005
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513072
"გაეთრიე კაბინეტიდან სანამ გაგიტანს ხალხი."- ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი

image


"
ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი რიყის პარკის ტერიტორიაზე ტრაგიკულად დაიღუპული 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს პირად გვერდზე ეხმაურება და მოზარდის დაღუპვის საქმეში სრულ პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს აკისრებს:


"ახლა შეიძლება როგორც ოპოზიციონერი ზოგჯერ რამეს ვაჭარბებდე, მაგრამ, თბილისი, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ერთადერთი დედაქალაქია დედამიწაზე, სადაც საზოგადოებრივი დასვენების ადგილებში მოზარდები გვეღუპებიან. სამაგიეროდ კალაძე--ივანიშვილის შთამომავლობა დისნეილენდში დიარებიან გასართობად.აბა ჩვენს, მათი გაგებით, გოიმურ პარკებში რა ესაქმებათ ამ ფაქიზ არსებებს..უდიდესი სამძიმარი ოჯახს და სრულიად საქართველოს. კალაძე გაეთრიე კაბინეტიდან სანამ გაგიტანს ხალხი."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.


ცნობისთვის, რიყის პარკთან, ე.წ. "რიყის დოქების" ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში შაბათს ტრაგედია დატრიალდა - დაღუპულია მოზარდი. ადგილი, სადაც ბიჭი ჩავარდა, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


„რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხებოდა. თავდაპირველად იქ ხელოვნების ცენტრი და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით კი ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.


წლების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა.


„რიყის დოქები“ 2022 წლის 24 მარტს გასხვისდა. ის აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეექვსე ცდაზე გაყიდა - ინვესტორს 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ე.წ. „რიყის დოქებით“ 10 020 000 ლარად გადაეცა, რაც თავდაპირველ ღირებულებაზე თითქმის 10-ჯერ იაფი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ „რიყის დოქები“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა იყიდა.







0
205
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
205