x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საბჭოთა დროა, არყის გამოხდა აკრძალულია.." - სახალისო ისტორია

imageსაბჭოთა დროა, არყის გამოხდა აკრძალულია (შენიშვნა: იგულისხმება გორბაჩოვის დროინდელი "მშრალი კანონი") და ერთ ყრუ სოფელში ღამით, აბანოში დედაბერი არაყს ხდის. რაღაცა დასჭირდა, გავიდა და ხედავს, მეზობელი ეზოში სიგარეტის მოსაწევადაა გამოსული – სთხოვა – სანამ მოვბრუნდები, მიმიხედეო. ტიპმა ნახა, სახდელი აპარატის მილს ვარცლში წყალი აკლია. აიღო ვედრო და გავიდა წყალზე. ამ დროს შემოვლაზე გასულმა მილიციელებმა დაინახეს, ღამით აბანოდან ბოლი გამოდიოდა – იფიქრეს, აქ რაღაც ხდებაო! შედიან, ხედავენ არყის სახდელ აპარატს და გახარებულები მეარყეს ელოდებიან.


შევიდა თუ არა მეზობელი ტიპი ვედროთი, ეგრევე ფურცელი და კალამი მიაჩეჩეს – ახსნა - განმარტება დაგვიწერე, როგორ ხდიდი არაყსო. ტიპი დაჯდა და დაწერა. მილიციელმა წაიკითხა, როჟა შეეცვალა, დაისხა არაყი და დალია. მეორე ეკითხება, რა ხდებაო? ამან ფურცელი მიაწოდა, სადაც წერია: გამოვედი ღამით მოსაწევად, ვხედავ, მეზობლის აბანოს ბოლი ასდის, ვიფიქრე ხანძარია. ვტაცე ვედროს ხელი, მიმაქვს წყალი, რომ ჩავაქრო და ვხედავ – ხანძარი კი არა, 2 მილიციელი დამჯდარა და არაყს ხდიანო!


წყარო

0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0