x
მეტი
  • 30.01.2025
  • სტატია:139730
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512895
სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ერთ-ერთი პირველი ბრძანებულება
image

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაყინვის შესახებ ბრძანებულება 3 თებერვლამდე შეჩერდა.


როგორც ცნობილია მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც აშშ-მ შეწყვიტა დახმარების ყველა პროგრამა, მათ შორის უკრაინისთვის გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება.


გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სტატუს კვოს შესანარჩუნებლად მანამ, სანამ მოსარჩელეთა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება.


აშშ-ის საოლქო მოსამართლის, ლორენ ალიხანის თქმით, 28 იანვარს რამდენიმე არაკომერციულმა ორგანიზაციამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო სამმართველოს უჩივლა.



მომჩივანების თქმით, გაყინული გრანტები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რომ დაფინანსების ხანმოკლე შეწყვეტამაც კი შეიძლება დატოვოს ადამიანები სასიცოცხლო მომსახურების გარეშე.


შეგახსენებთ, რომ გაყინული პროგრამები მოიცავს სამედიცინო და საგანმანათლებლო პროექტებს.


New York Times იტყობინება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ "ნაწილობრივ უკან დაიხია", გამონაკლისის სახით დახმარება არ შეწყდება ზოგიერთ ჰუმანიტარულ პროგრამაზე.


მედიასაშუალებები მიუთითებენ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს წერილზე, რომელიც ოფიციალურმა პირმა გაუგზავნა ფედერალურ სააგენტოებსა და დახმარების მიმღებებს.


მასში ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებმა „უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება ან განაახლონ სამუშაოები, თუ ისინი ადრე შეჩერებული იყვნენ“.


როგორც ამერიკული მედია იტყობინება, თეთრმა სახლმა უფლება მისცა განახლდეს „სასიცოცხლოდ მნივშნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“.

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0